NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საზოგადოების განვითარების დონე პირდაპირ აისახება ცხოველთა მიმართ დამოკიდებულებაზე
ბლოგი მთავარი გვერდი პოლიტიკა საზოგადოება

საზოგადოების განვითარების დონე პირდაპირ აისახება ცხოველთა მიმართ დამოკიდებულებაზე

ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების დონე პირდაპირ აისახება ცხოველთა მიმართ დამოკიდებულებაზე. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა და განათლების ხარისხი, მით უფრო ლმობიერი და ჰუმანურია ადამიანი ცხოველის მიმართ.

ალბათ, ბევრი თქვენგანი შეხვედრია მიუსაფარ ძაღლს ქუჩაში. თუმცა, ძალიან ცოტას თუ უფიქრია, რა აუტანელ პირობებში და საფრთხის ქვეშ უწევთ მათ ცხოვრება. თითოეული ცხოველი დაუცველია. დაუცველია ადამიანებისგან, დაუცველია სიცივისგან, შიმშილისგან და ა.შ.

ქვეყნის განვითარება და მიუსაფარი ძაღლების პრობლემა კავშირშია ერთმანეთთან. განვითარება არ მოაზრებს მხოლოდ ეკონომიკურ მდგრადობას, განვითარებულია სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს გონებრივად განვითარებული საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც იაზრებს საკუთარ როლს, აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და იცავს ზოგადადამიანურ სტანდარტებს.

რატომ შეიძლება ძაღლი ან კატა აღმოჩნდეს გარეთ?

ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება ძირეულად მაინც საკუთარ თავთან გვაბრუნებს. უპირველესად როდესაც ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, რომ სურს ჰყავდეს ცხოველი სახლში, მან უფრო მეტ საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ვიდრე, უბრალოდ სურვილია. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობები, რასაც შეიძლება წააწყდეს სახლში ახალი ბინადრის შეძენისას. უპასუხისმგებლობისა და  ვალდებულებისგან გაქცევის მაგალითია, როდესაც ადამიანი ცხოველს უპატრონოდ გარეთ აგდებს და სასიკვდილოდ იმეტებს.

ადამიანი როგორც მოაზროვნე არსება უნდა აანალიზებდეს და იღებდეს მეტ პასუხისმგებლობას, როდესაც საქმე ეხება ინსტინქტებით მოქმედ არსებას. თუმცა კვლავ ჩვენი უცოდინრობითა თუ გულგრილობით, ნაცვლად იმისა, რომ დავიცვათ თავად ვკლავთ ან სასიკვდილოთ ვიმეტებთ.

რატომ უჩნდება აგრესია მიუსაფარ ძაღლს ადამიანისადმი?

არის სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ძაღლი ადამიანისადმი აგრესიას გამოხატავს, ერთ-ერთი მიზეზია უკუაგრესია. ხშირად ადამიანები არიან პირველები აგრესიის გამოხატვაში და ძაღლი მისი ხასიათიდან და გენეტიკიდან გამომდინარე ან გაურბის “მჩაგვრელს” ან პირიქით მის მიმართ აგრესიას გამოხატავს.

აგრესია შეიძლება გამოავლინოს მეძუძურმა ძაღლმა, რომელმაც შესაძლოა ლეკვებისთვის საფრთხეთ აღგიქვათ და არის შემთხვევები, როდესაც ძაღლები ფიქრობენ რომ კონკრეტული ადგილი მათ ეკუთვნით, ამიტომაც თუ იმ ადგილს მიუახლოვდებით შესაძლოა კონკურენტად აღგიქვან.

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე მიუსაფარ ცხოველებთან?

ადამიანმა სითბო უნდა გამოხატოს ცხოველისადმი, თანაგრძნობა უნდა გააჩნდეს მათ მიმართ და შეძლებისდაგვარად უნდა შეძლოს მათი დაპურებაც. მოქალაქე უნდა იცავდეს ცხოველების უფლებებს და პირიქით სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდეს მათ. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები სასტიკად ექცევიან ცხოველებს, ეს კი როგორც კანონით ასევე ეთიკურადაც გაუმართლებელი საქციელია.

როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად?

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოქალაქეების აღზრდაზე და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებით უნდა შეძლოს ცხოველთა უფლებების გაცნობა, რათა გარკვეულწილად აღმოფხვრას ის სასტიკი მოპყრობის ფაქტები, რაც არცთუისე იშვიათია.

აუცილებელია თავშესაფრების რაოდენობა გაიზარდოს, სადაც მიუსაფარ ცხოველებს მოუვლიან და შესაფერის პირობებში აცხოვრებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ცხოველი დიდი ალბათობით თავშესაფარში ვერ მოხვდება, სახელმწიფო სამსახურებმა უნდა დადგან ფერადი სახლები ქალაქის სხვადასხვა წერტილში და ყოველდღიურად მიაწოდონ ცხოველებს საკვები, ასევე აქტიური მუშაობით შესაძლოა, საზოგადოების ნაწილმა საკუთარ თავზე აიღოს მიუსაფარი ცხოველების საკვებით უზრუნველყოფა. მთავარია მზაობა იყოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ეტაპობრივად შესაძლებელია საქართველო განვითარებულ ქვეყნებს გაუტოლდეს ამ მიმართულებით.

სასიხარულო ფაქტია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ზუგდიდის რაიონში, ჭითაწყარის ტერიტორიაზე. პროექტირების დასრულების ვადა 2020 წლის იანვარია და ეს თავშესაფარი გათვლილი იქნება 250 ცხოველზე. როგორც კი დაპროექტება დასრულდება გამოცხადდება ტენდერი მშენებლობის შესახებ. კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო მეტი თავშესაფარი აშენდება საქართველოს ყველა რეგიონში.

 

ნინი კვარაცხელია

პოპულარული სტატიები

“დამშეული ხალხი მარიხუანას მოყვანასაც დათანხმდება და სათავეშიც ჩაუდგება, ოღონდ თავი გადაირჩინოს”

მთავარი რედაქტორი

“არაკაცი ლადო კახაძე! იმდენი მიწები დაითრია, მისი შთამომავლობა უდავოდ მშვიდად იქნება”

მთავარი რედაქტორი

რვეული ამომრჩევლის პირადი ნომრებით და 20 ლარი თითოეულ ამომრჩეველზე – დარღვევები აჭარაში

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....