NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მთელი კონცერტი ხელში ტელეფონით იმღერა, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა”
საზოგადოება

“მთელი კონცერტი ხელში ტელეფონით იმღერა, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა”

“ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს:
ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის წინ გემრიელად ვჭამე, დამწვარ სხეულზე მალამო წავისვი წამებით და რეკავს Nino Katamadze, ძალიან ხმაურია, ძლივს ვარჩევ სიტყვებს.
წამით ხმაური გაქრა და მეუბნება, ტელეფონი ყურთან ახლოს დაიდე და გემრიელად დაიძინე, დღეს შენთვის ვიმღერებო.
მერე მთელი კონცერტი ხელში ტელეფონით იმღერა, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა. საათნახევრის შემდეგ მიმეძინა. თან დაღლილს, თან დამწვარს, და თან ძალიან ბედნიერს.
ჰო და ეგაა ზუსტად ბედნიერებაც, თავი ფილმში რომ გგონია და თან შენ რომ ხარ იმ ფილმის რეჟისორი ” – წერს გიგა მაქარაშვილი ნინო ქათამაცეზე.

პოპულარული სტატიები

“შემირცხვენია თქვენი მეომრობაც და კაცობაც”

მთავარი რედაქტორი

“მოტეხილი ფეხის ეპოპეის ბოლო ეტაპიც გადავლახეთ – დღეს რკინები ამოუღეს”

მთავარი რედაქტორი

“კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი, მაგრამ ვერ მოვიცალე პირადი თვითმფრინავის შესაძენად”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....