NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მთავარია იმედი არასდროს არ დაიკარგოს-აფხაზეთი საქართველოა
აფხაზეთი ბლოგი მთავარი გვერდი საზოგადოება

მთავარია იმედი არასდროს არ დაიკარგოს-აფხაზეთი საქართველოა

წინ ხიდია…

ხიდი, რომელიც სამშობლოს გიყოფს. ხიდს გაღმა კი შენი მშობლიური მხარეა. საკუთარ სამშობლოში დგახარ და აცნობიერებ, რომ არ გძალუძს ერთი კუთხიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილდე. კვლავ დგახარ და გაჰყურებ ცას, რომელიც ამ მზიან დღეს რატომღაც ნაცრისფრად მოსჩანს. გული დიდი ხანია რაც მონატრებითაა სავსე. გრძნობ, რომ ამ წუთას კვლავ უძლური ხარ, უძლური კი იმიტომ ხარ, რომ მათ შენზე მეტი ძალა აქვთ. ამ ძალას კი ხშირად სისხლი, ცრემლი და უსასრულო სევდა მოჰყვება. აი, შენი ძალა კი პატიებაშია.

მერე რა, რომ დევნილი ვარ. ვფიქრობ, რომ ოდესღაც რაღაც შეიცვლება, ეს რეალობაც ხომ წარმავალია. მთავარია, იმედი არასდროს არ დაიკარგოს!

მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მე და ჩემი და მთელ ზაფხულს აფხაზეთში ვატარებდით. წასვლისას კი მთელ სითბოსa და მონატრებას გვატანდნენ ჩვენები. ადამიანები, რომლებიც მოსწყვიტეს თბილ კერას, ნათესავებსა და მოგინებებს… ჰო, მართლაც რომ საშინელებაა, როცა იქ სადღაც გეგულება შენი სახლი, რომელიც დესპოტმა რუსეთმა მიწასთან გაგისწორა, მასთან ახლოს მისვლის შანსი არ გაქვს… ძალიან ტკბილი და თბილი მოგონებები მაკავშორებს გალთან, იმდენად თბილი, რომ არანაირ ძალას არ შეუძლია ეს მოგონებები დამავიწყოს. სწორედ ასეთი გრძნობა გაძლევს ძალას, შენს გარემოცვას ასწავლო იმ კუთხის სიყვარული, რომელიც დღეს ოკუპირებულია. მაგრამ დროსთან ერთად ხომ ყველაფერი იცვლება… შენია ვალია იშრომო, იღვაწო სამშობლოსთვის- ამას უკვე დიდი ხანია აცნობიერებ და თვლი, რომ ეს სიყვარული მომავალში სანუკვარ მიზნამდე- გაერთიანებამდე მიგიყვანს. თუმცა მანამდე დგახარ და კვლავ უცდი, უცდი შესაფერისს მომენტს. მომენტს, როდესაც მონატრებას და წუხილს დაბრუნების სიხარული შეცვლის და ეს წამი რაც უფრო შორსაა, მით უფრო სასურველია. მაგრამ შენ იცი, რომ შეგიძლია მცირედით, ამ ხიდის ბოლოში მიმავალ გზაზე საკუთარი ნაკვალევი დატოვო. გახსოვს, რომ დაკარგული თაობის შვილებისთვის მთავარია მომავლის რწმენა და სამშობლოს სამსახური… თუმცა ეს მონატრებაც დროებითია, გწამს ამის. მთავარი არა წარსული და წარსულში დაშვებული შეცდომები , არამედ აწმყო და ამ შეცდომების გამოსწორების გზებია.

წინ ხიდია…

ხიდს, მიღმა კი მუხა კვალაც მოსჩანს, რომელიც კვლავაც შეიმოსება..!

“აფხაზეთი”
აფხაზეთი, ჩვენი გულის სატკივარი
დედაჩემი იმ ცრემლების ადრესატი
გულში, ცეცხლად დანთებული მონატრების,
შავ ქაღალდზე დაწერილი საფიცარი.
ომის დღეებს, ეს რა მოსთვლის, რა აღგიწერთ
ასე ამბობს დედაჩემის სუსტი გული
თქვენ არ იცით რა წუთებმა გაირბინა, იმ დღეებმა რა ღვარძლები დაგვიტოვა.
ასობით და ათასობით გარბენილი ბილიკები,
უპურობით, ნაცხოვრები სუსტი დღენი,
თქვენ რა იცით როგორ მკაცრად ვიარსებეთ,
აფხაზეთის უმისობის როგორ ცრემლად დავიღვარეთ.
ჩვენი ბზიფი, ილორი და ბევრი ხატი
უმოწყალოდ ყველაფერთან დაგვაშორეს,
ჩემი გულის, ბავშვობის და ტკბილი წლების,
თბილი კერა როგორ უცებ დაგვიშლეს.
მახსენდება მამაჩემის სახე, ცრემლებადვე ჩამოშლილი,
ჩემი დების, გულმოკლული, განშორება დედაჩემის ყურახშული შეძახილი,
მახსენდება როგორ უცებ, დაგვიშალეს თბილი კერა
აგურ აგურ აგებული შენობები,
ვაიი..! დღენო ცრემლიანნო, მე ვერ შევძლებ გახსენებას,
მე ვერ ვუხმობ, ჩემ გულს ისევ წარსულისკენ

მინდა ახლა თქვენთან ერთად ავაშენო მომავალი,

აფხაზეთი მაინც ჩვენად მოვიხსენო,

ასე მწარედ, ცრემლებითურთ გვიყვებოდა დედაჩვენი, როგორ ცუდად გაისროლა რუსმა თოფი, როგორ უცებ დაიხოცა მშვიდობისთვის ათასობით მეომარი!

ანი კვარაცხელია

პოპულარული სტატიები

ერთი კილოგრამი ტარხუნა 115 ლარი ღირს

“სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა”

ცხოველთა უფლებების დამცველ ანა სააკაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გადასვლა....