NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მზიურის პარკში სოციალური კაფე გაქურდეს
შემთხვევა

მზიურის პარკში სოციალური კაფე გაქურდეს

მზიურის პარკში სოციალური კაფე გაქურდეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ფული და მოგლეჯილია ორი სათვალთვალო კამერა. ქურდობაში სავარაუდოდ, რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

„9-ის ნახევარზე არის კაფე  გატეხილი, სავარაუდოდ ჩანაწერებში ეგრე ჩანს დრო. წაღებულია ლეპტოპი, აიპოდი, თანხა მცირე ოდენობის და აიფონის ტელეფონი. ჩანაწერებში ჩანს, რომ არიან არასრულწლოვნები, სავარაუდოდ 4-5. გვესმოდა ინფორმაციები, რომ ბევრი რაღაც გატეხეს ირგვლივ, მაგრამ არ მიგვიღია არანაირი ზომები,“ – განაცხადა სოციალური კაფის მენეჯერმა, ნათია მიმინოშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

პოპულარული სტატიები

რუსთავში CO-თი 40 წლის ქალი მოიწამლა

მთავარი რედაქტორი

იაშვილის კლინიკა 6 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....