NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა… დიდი ხანი ვდუმდი ამაზე”
სოც.ქსელი

“მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა… დიდი ხანი ვდუმდი ამაზე”

მოგესალმები, ბატონო ბიძინა, ნაკვირახადქცეული ქვეყნიდან, ნაკვირახად ქცეულიგამომშრალი, დაკბეჩილი, დაჩიავებული, ხორცშეურჩენელი, სიცოცხლეგამოწურულიქალაქიდან იმერელი კაცი ხართ დაგაიგებთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავსნაკვირახა

კანი აღარ დამრჩა, დაჭმული ვარ, ადგილიაღარ დამრჩა

ქვეყნის მთავარმა პროკურორმა იკადრა დაგანათლების დამადასტურებელი მოწმობა არგვაჩვენა, მაგრამ ჩვენ არ გვიკვირს ასეთიპროკურორები, მივეჩვიეთ, ასე ხდება, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა

ერთი წელი გავიდა და ვერ მივეჩვიე დათოსარალიძის მკვლელის დაუსჯელობას, ვერშევეჩვიე და ვერ შევეჩვევი აღარ ვარადამიანი, ნაკვირახა ვარ და აღარ დამრჩაადგილი რამის შესანახად ანდასავიწყებლად

არასოდეს დაინტერესებულხართ, რა მოხდა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა?

ბევრს წერდნენ, რომ სარალიძე ბავშვებსაბულინგებდა და ჩაგრავდა, მაგრამ ხმას არიღებენ, რას მოჰყვა იმ დღეს ბავშვებისდახოცვა

რაღაც დროის წინ მოწმეს ვესაუბრე, არვიტყვი დროს, მისი იდენტიფიცირება რომვერ მოხდეს, ვითმინე ამ ისტორიის მარტომტარება, გულში ჩადება, ეგრევე რომდამეწერა, შესაძლოა ეპოვათ ისიცშეშინებულია, ყველა შეშინებულია დღეს, ნაკვირახად იქცა ქვეყანა და ნაკვირახასეშინია, ბატონო ბიძინა, არ არისგასამტყუნებელი.

ხოდა, მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავასქუჩის მკვლელობა

იმ დღეს საპირფარეშოს იატაკი სველი იყო, იმ დღეს ფეხსაცმლის ძირი სველი ჰქონდაერთ პატარა მკვლელს, ხოდა, ამ სველიფეხსაცმლის ძირით სცემა სარალიძისკლასელი, საპირფარეშოში ფეხები ურტყამთელ ტანზე, არაფრის გამო, სრულიადარაფრის გამო, გამოიჭირა და ურტყა

დაგვიანებული შევიდა ეს ბავშვი გაკვეთილზე, ტანისამოსზე ყველგან ფეხსაცმლის ძირისსველი ნაკვალევი არ დაგავიწყდეთ, რომ ესამბავი არ მომხდარა აგვისტოში, რომ ცივიწყლით ჩამოერეცხა და გაეშრო, შუაზამთარში, ნახევრად სველი, ფეხსაცმელებისძირის ნაკვალევით აჭრელებული დაბრუნდასაკლასო ოთახში….

კი, მე ხომ გოგო ვარ, მეც აღვშფოთდებოდი, მეც ავდგებოდი და ვკითხავდი, რა დაემართა, ვინ გაიმეტა ასე, ვინ წაუსვა ტანისამოსზეშარდიანი და წყლიანი ფეხები, მეცმენდომებოდა, ჭკუა მესწავლებინა ამისჩამდენისთვის, მით უფრო, რომმასწავლებელი და სკოლა ხმას არ იღებს, მითუფრო რომ მასწავლებელსაც აქვს ის ოხერიორი თვალი და მე თუ დავინახე, მასაც უნდადაენახა და გაერკვია

მეც მომკლავდნენ, ალბათ, ახლა ვიცი, რომმომკლავდნენ, მაგრამ მაინც, სადაც არ უნდავნახო საპირფარეშოში, შარდით და წყლითდასვრილი ფეხსაცმლით ნაცემი კლასელი არც ახლა დავიხევ უკან

არ უნდა გამოსარჩლებოდა სარალიძე, თავიუნდა დაეხარა, არ უნდა ეკითხა, რა სჭირს, ჩუმად უნდა წამოსულიყო სახლში?.. ასეთიერი გინდათ, ასეთებად გინდათ ჩვენიშვილების გაზრდა

ოთხმა მოზარდმა მოკლა სარალიძე ერთმაიმ შარდიანი და წყლიანი ფეხით, არაფრისგამო რომ სცემა სარალიძის კლასელი, მერესაქმის გასარჩევად რომ ნათესავები და მათიმეგობრები დაიბარა იმან, მერე სამმადაარტყა, სამი განსხვავებული იარაღიდაარტყა სამმა და ამ ოთხიდან მხოლოდ ორიითხოვდა: გამიშვით, უნდა ვაღიარო, ბიჭიმოვკალი და უნდა ვზღოო, მაგრამ მშობლებიგადაეფარნენ, ბიძიებმა და მამებმა სიტყვაშეაწიეს და უფლება არ მისცეს აღიარების, გადამალეს, გადააფიქრებინეს

ერთს ვიტყვი, ამ ორი ბიჭიდან, რომლებსაცაღიარება და ჩაჯდომა, დანაშაულისთვისსასჯელის მიღება სურდათ, არცერთი არ იყოდიაკონის გაზრდილი, არცერთი არ იყოსასულიერო პირის შვილი.

ამ ოთხი ბიჭის გარდა, სკოლის დირექციამმოკლა სარალიძე და დადუნაშვილი, მასწავლებლებმა მოკლეს მასწავლებელსაცხომ აქვს ის ორი თვალი, ხომ დაინახა ნაცემიდა სველი მოსწავლე, ხომ დაინახაფეხსაცმლის ძირებით აჭრელებული ჯინსი, ხომ დაინახა, როგორ ვერ დაინახავდა დახომ შეატოვა სარალიძეს, ხომ დატოვა ესნაცემი ბიჭი სარალიძის იმედად, ბავშვიბავშვის დასაცავად ხომ გაუშვა და თავადმშვიდად გააგრძელა პედაგოგობა, არაფერისაერთო რომ არ აქვს ჩვენი შვილებისაღზრდასთან, ის პედაგოგობა.

ამ ოთხი ბიჭის და მასწავლებლების გარდა, საზოგადოებამ მოვკალით სარალიძე დადადუნაშვილი, შვილებს სიმართლის მხარესდგომას ვინც არ ვასწავლით

ხოდა, მთავარმა პროკურორმა ხომ ითხოვადრო საქმის გადასახედად, იმ ტომებისგადახედვით დაიწყოს გრიფით «საიდუმლო» რომ აწერია და საპარლამენტო კომისიასაცრომ არ წააკითხეს.

გვითხრას, გამოვიდეს და ის სიმართლე მაინცგვითხრეს, რომ სარალიძე კი არაბულინგებდა იცავდა, სარალიძე კი არსცემდა იმათ ეფარებოდა, ვისაც სცემდნენ, სარალიძე სკოლის მანდატურისა დადირექციის საქმეს რომ აკეთებდა, ესგვითხრას.

მერე რა, რომ დიპლომი არ ვიცით აქვს თუარა, რომც არ ჰქონდეს დიპლომი, სკოლისატესტატიც რომ არ ჰქონდეს, არ უნდა ამისთქმას დიპლომი და განათლება, კაცობა უნდაამის თქმას, მეტი არაფერი.

დადუნაშვილი რატომ მოკლეს? – ვკითხე თვითმხილველს

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგადსწავლობდა და ძალიან ჭკვიანი იყო, დადუნაშვილი არ იყო «ბოტანიკი», სულ იქიდგა, სადაც ვინმეს დაცვა სჭირდებოდა, არასოდეს ჩაუვლიდა ჩხუბს გვერდით, მართალია, ტანად სუსტი იყო, მაგრამ, თუსადმე დაინახავდა, რომ რამდენიმე ერთსსცემს, პირდაპირ იმ ერთის მხარესდადგებოდა, არც იკითხავდა მიზეზს, იცოდნენ, რომ სარალიძის მხარეს დაიჭერდა და ცოტაარ იყოს, არ იყო დადუნაშვილის ძალაარგასათვალისწინებელი, ამიტომ პირდაპირდაარტყეს, სიტყვის უთქმელად.

ბატონო ბიძინა, თქვენს სიცოცხლით სავსექალაქში ის ბიჭები დახოცეს, სიმართლისა დადაჩაგრულის მხარეს რომ იდგნენ, მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი იდგამეორე მხარეს, რამდენი იარაღი იყომოშვერილი ამის მერე, სარალიძესბულინგობა დააბრალეს, მერე მამასნაციონალობა და ქვეყნის გადატრიალებისმცდელობა, მერე მამას სცემეს, მერე მამასკარავი წაართვეს, მერე წართმეული კარვებისნაცვლად რომ ათჯერ მეტი კარავი მიიტანაქალაქმა, ელექტროენერგია შეუყვანესკარავში რა ვქნათ, სამართალი ვერ შეეტიაკარავში, სამართალი ვერ შეიტანეს დაელექტროენერგია შეიტანეს და მითხარით, ვინ ვართ ჩვენ, ერი თუ ნაკვირახა?

ნაკვირახად გადაქცეულ ერს მეტი ეკუთვნის, ნაკვირახადქცეული ერი არ არის საშიში, ნაკვირახადქცეული ერისთვის კარტოფილიცარამია, ვალის ჩამოწერაც სიხარულია

მაჩალიკაშვილს ესროლეს და მასრა გაქრა იარაღში გაიჭედაო. ვის ევალებოდა იარაღისშემოწმება? – ის მაინც დასაჯეთ

რას გვაძლევს ეს მასრა ასეთს, რომ მისიამოღება არ მოხერხდა? რა ინფორმაციასმალავს ეს მასრა ასეთს?

მაჩალიკაშვილის მამა ამბობდა, რომ მისშვილს ის ტყვია ესროლეს, რომლისგამოყენებაც ცხოველზეც კი აკრძალულია დასასიკვდილოდ ესროლეს, მოსაკლავად

ტყვიის ნაწილები სათითაოდ ამოკრიფესო ამბობს, ამიტომ გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამტყვიის ერთი ნაწილი მაინც დარჩათ, მაინცვერ ამოიღეს ბოლომდე.

ხოდა, იარაღი რომ გაიჭედა და მასრა ვერამოვიღეთ, იარაღი, ავდექით და, შესაკეთებლად წავიღეთ ექსპერტიზაზე კიარა, როგორც სამხილი კი არ ამოვიღეთ, წავიღეთ და შევაკეთეთო

ხელყუმბარაზე ვერ იპოვეს მაჩალიკაშვილისთითის ანაბეჭდი, სამაგიეროდდადასტურებული ფაქტია, რომ ხელში ეჭირატელეფონი და მესიჯს აგზავნიდა

დღემდე ვერ წარმოადგინესმაჩალიკაშვილების სახლში შეჭრისდადასტურებული საფუძველი ხოდა, ამყველაფრის გათვალისწინებით, არის თუ არაეს განზრახ მკვლელობა?

გვშია, მაგრამ რა დროს შიმშილია, როცაუსამართლობა მგუდავს, უდანაშაულობისპრეზუმფციას არღვევენ და ერთს ბულინგშისდებენ ბრალს, მეორეს ტერორიზმში არვსაუბრობ, კაცობაზე, სინდისსა და ნამუსზე იმ კანონით ვსაუბრობთ, რომელი კანონითაცბესელიას ვიდეოს ნახვისთვის დაიჭირეთადამიანები ეს კანონი იმის უფლებასგაძლევთ, დაუდასტურებელი ფაქტებიგაავრცელოთ ბავშვებზე, რომლებიცდახოცეთ და დაახოცვინეთ?

თუ გარდაცვლილებსა და გარდაცვლილებისოჯახებს არა აქვთ პირადი ცხოვრება, თუპირადი ცხოვრება მხოლოდ სექსია?

იმერელი კაცი ხართ და გეცოდინებათ, ნაკვირახა რა არის, ბატონო ბიძინა, მართალია, ახლა ბოსლები ევროპულსტანდარტებზე უნდა გადავიყვანოთ, აზიურიფაროსანით გადაბალახებულ ქვეყანაში, ევროპული ბოსლები უნდა დავდგათ და ვისაცორი ძროხა ჰყავს და ერთ წველა ყველასყიდის,ბიზნესმენი უნდა ვუწოდოთ და იმ ერთიწველა ყველის ფული წავართვათ მაგრამ იმევროპულ ბოსლებშიც იქნება ნაკვირახა ვერგაექცევით

საქონელს თივას ან ჩალას რომ დავუდებთბაგაში, ბოლომდე ვერ ჭამს, თივა და ჩალაცარ იჭმევა ბოლომდე, რჩება ღეროები, რომელიც აღარ იჭმევა, მორჩა, აღარ დარჩამასზე კბილის მოსადები, გასატკვერი ადგილიაღარ დარჩა და ესაა ნაკვირახა

ნაკვირახას საქონელიც აღარ ჭამს, საქონელიც ხედავს, რომ აღარ დარჩაფოთოლი, აღარ დარჩა გასატკვერი

..

ხშირად მეკითხებიან, რატომ არ კლავსსარალიძე შვილის მკვლელებს დაპროკურორებს

და ვპასუხობ, ყველას არ შეუძლია ადამიანისმოკვლა

ისევე, როგორც ყველას არ შეუძლია, თვეობით უტყვად იდგეს და სამართალსჯიუტად ითხოვდეს

და როგორ უნდა ჰყოლოდა ამ კაცს სხვანაირიშვილი, როგორ ეყოლებოდა ამ კაცს მკვლელიშვილი, როგორ იქნებოდა, რომ ამ კაცისშვილს დაჩაგრულები, ნაცემები არ დაეცვა, სიმართლის გვერდით არ დამდგარიყო დასამართალი არ მოეთხოვა?

ვერ გამოვიდოდა ამ კაცის შვილი სხვანაირი, არ გამოვიდოდა

მოკლეს და ვერ მოკლეს, მოკლეს და ჩემმაშვილმა ახლა გაიცნო, მოკლეს და ასე კარგადარავის შვილს არ ვიცნობ, მოკლეს და ბევრისშვილზე დიდხანს იცოცხლებს!

პოპულარული სტატიები

“ჯარში არ გაუშვათ, ჩემი ფართხუნა ძოწისფერი მანტიის კუდი უნდა ათრიონ სამების სტოიდან საკურთხევლამდეო”

“გუგავა მოვაო და ღარიბაშვილმა დამასწრო”

მთავარი რედაქტორი

“მიშა და ბიძინა ერთნაირი უგემოვნოები ყოფილან”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....