NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მეწარმეები სამეგრელოდან ექსპორტზე ჩაის გატანას გეგმავენ
საზოგადოება სამეგრელო ზემო-სვანეთი

მეწარმეები სამეგრელოდან ექსპორტზე ჩაის გატანას გეგმავენ

მეწარმეები სამეგრელოდან ექსპორტზე ქიმიური მინარევებისგან სუფთა, ბიო ჩაის გატანას გეგმავენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოდან ექსპორტირებული ჩაის ყველაზე დიდი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთში იწარმოება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში, პროდუქციის ევროკავშირში გატანას გეგმავენ.

მეწარმე ალბერტ გელოვანი ჩაის 20 წელზე მეტია აწარმოებს და ყოველ სეზონზე 30 ადგილობრივ მოსახლეს ასაქმებს. დასაქმებულთა თქმით, ისინი დღეში 50 კილოგრამ ჩაის კრეფენ.

როგორც მეწარმე ამბობს, მათი პროდუქცია საქართველოში პოპულარულია და კარგად იყიდება თუმცა მიზანი აქვს რაც შეიძლება მალე გასცდეს საქართველოს საზღვრებს და გავიდეს ევროპის ბაზარზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოფელ ეწერში წარმოებული ჩაი ევროპის ბაზრის შემდეგ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს: სურსათის უვნებლობა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ნარჩენების სამომხმარებლო მარკირება და ა.შ

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეწარმე გელა დარგოდაშვილმა მარტვილში ჩაის გაველურებული პლანტაციები აღადგინა და ამჟამად სურს ექსპორტზე ქიმიური მინარევებისგან სუფთა, ბიო ჩაი გაიტანოს.

აგრონომი ანზორ ფიფია ამბობს, რომ სამეგრელოს კლიმატური პირობები ჩაის კულტურისთვის იდეალურია და ერთ დროს რეგიონში ერთ-ერთმა წამყვანმა შემოსავლის წყარომ თავისი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს.

და მართლაც, იმედია კვლავ აღდგება ჩაის წარმოება…

გიორგი აკობია

პოპულარული სტატიები

რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი ჟურნალისტის წერილი ქართველებსა და საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს

6 წლის საბას მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია _ ბავშვი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

ბათუმში ქალი, სავარაუდოდ, მისმა შვილმა დაჭრა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....