NewsMedia-მედია აქტივიზმი
წყარო: ნეტგაზეთი
მთავარი » მეტრო დღეს, 14 საათზე ამუშავდება
ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

მეტრო დღეს, 14 საათზე ამუშავდება

მეტროს მემანქანეები დღეს შეთანხმდნენ თბილისის მერიასთან. 6 ივნისს 14 საათზე მეტრო გაიხსნება. ამის შესახებ მეტროს მემანქანეების პროფკავშირების თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისი თქმით, მერია მათ დაჰპირდათ, რომ ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებათ, თუმცა კონკრეტული თარიღები უცნობია.

მეტროს მემანქანეებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია დაახლოებით სამი დღის წინ დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგებოდა დღეს, 6 ივნისს მესამე დღე იქნებოდა, როცა თბილისში მეტრო არ გაიხსნებოდა.

მოგეხსენებათ, მეტროს პარალიზების გამო ავტობუსები უფასოდ დადიოდნენ.

პოპულარული სტატიები

სამეგრელოში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები იპოვეს

მარნეულის ყოფილი მერი 32 000 ლარის განაცდურ ხელფასს ითხოვს

რუსთავში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....