NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მეტოქე უფრო კარგად იყო მომზადებული”-ლიპარტელიანი
მთავარი გვერდი სიახლეები სპორტი

“მეტოქე უფრო კარგად იყო მომზადებული”-ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შემდეგ, პირველი კომენტარი პირველ არხთან გააკეთა და საკუთარი ასპარეზობა შეაფასა.

„მეტოქე უფრო კარგად იყო მომზადებული და უფრო მეტად ეკუთვნოდა გამარჯვება. გამომდინარე იქიდან, რომ ტაქტიკურად მჯობდა, უფრო აქტიური იყო და შესაბამისად დაიმსახურა კიდეც ოქროს მედალი. ფინალი წაგების შემდეგ სიხარული ნაკლებად არის. ერთადერთი გულშემატკივრებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არ დაიზარეს, ჩამოვიდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ მთელი დღის განმავლობაში და მთელი გულით გულშემატკივრობდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მადლობა მათ. უკვე მერამდენე დასანანი მარცხი იყო, ახლა ძნელია ამაზე საუბარი და დეტალების განხილვა.“ – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კორეელ, გუჰნამ ჩოსასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესამედ დამარცხდა.

პოპულარული სტატიები

“თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაბუტული ან გაბრაზებულია, ეს მათი არჩევანია”

“ჩემი ძმა ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. …ყველაფერს აკეთებენ ეს მკვლელები რომ ჩემი ძმა ვერ გადარჩეს”

მთავარი რედაქტორი

“ფრაქცია „პატრიოტებს“ სახელი შეეცვლება და „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“ ერქმევა”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....