NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მემანქანეთა გაფიცვის გამო მეტრო არ მუშაობს
ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

მემანქანეთა გაფიცვის გამო მეტრო არ მუშაობს

დედაქალაქში მეტროპოლიტენი არ მუშაობს.” თბილისის სატრანსპორტო კომპანია” მგზავრებს ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეტროს მემანქანეები  ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ თბილისის მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან და მერიის წარმომადგენლებს შეხვედრას სთავაზობენ.

მემანქანეთა უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” იცავს. ადვოკატი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას მოუწევს დათმობაზე წავიდეს.

სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილებით დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.

კახა კალაძის განცხადებით, ის მეტროს მემანქანეებს ხელფასებს არ მოუმატებს.

პოპულარული სტატიები

საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე – რუსების საჩუქარი საჭადრაკო ოლიმპიადას

მთავარი რედაქტორი

“მე ყველაფერს მპატიობენ, ჩემ მიმართ გამონაკლისს უშვებენ”

მთავარი რედაქტორი

“ბატიაშვილი პოლიტიკაში შემთხვევით მოხვდა და შემთხვევითი ადამიანები ამთავრებენ ძალიან ცუდად”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....