NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მარია შარაპოვა საფრანგეთის პირველობაზე სერენა უილიამსს დაუპირისპირდება
ახალი ამბები მთავარი გვერდი სპორტი

მარია შარაპოვა საფრანგეთის პირველობაზე სერენა უილიამსს დაუპირისპირდება

4 მაისს, საფრანგეთის ღია პირველობაზე მარია შარაპოვა და სერენა უილიამსი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს უილიამსის პირველი გამოჩენაა Grand Slam-ზე მას შემდეგ, რაც მან იმშობიარა.

გუშინ 36 წლის უილიამსმა იულია გორგესი ანგარიშით 6-3 6-4 დაამარცხა. 31 წლის შარაპოვამ კი კაროლინა პლიშკოვას სძლია ანგარიშით 6-2 6-1.

საფრანგეთის ღია პირველობა არის ჩოგბურთის პრესტიჟული ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად იმართება და გრძელდება ორი კვირის განმავლობაში მაისისა და ივნისის მიჯნაზე პარიზში, საფრანგეთში, როლანდ გაროსის სტადიონზე. კალენდარის მიხედვით ის რიგით მეორეა დიდი სლემის ტურნირებს შორის და ერთადერთი ამ ოთხ ტურნირთაგან, რომელიც თიხის საფარის კორტებზე ტარდება.

28 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა.

წელს საფრანგეთის ღია პირველობა 27 მაისიდან 10 ივნისამდე გრძელდება.

პოპულარული სტატიები

Business booming for giant cargo planes

აშშ-ში სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიების აქტივისტი ბავშვის გაუპატიურებისთვის დააკავეს

ნორვეგიამ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება დაგმო

გადასვლა....