NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მაკგრეგორი დააპატიმრეს
მსოფლიო ამბები

მაკგრეგორი დააპატიმრეს

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ისევ პოლიციაში მოხვდა. ამჯერად ის მაიამი-ბიჩში დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც თავის ერთ-ერთ გულშემატკივარს ტელეფონი დაუმტვრია, – იტყობინება გაზეთი მაიამი ჰერალდი.

ირლანდიელის ამგვარი აგრესიული რეაქცია გამოიწვია იმან, რომ გულშემატკივარმა მას სასტუმროს გვერდით დილის ხუთ საათზე ფოტო გადაუღო.

მაგრეგორმა ტელეფონი გამოსტაცა ინგლისელ აჰმედ აბდირზეკს, დააზიანა ის და ნივთი თან წაიღო. ახლა ირლანდიელს ბრალად ედება ძარცვა და ხულიგნობა. დაზარალებულმა საკუთარი ტელეფონი ათას დოლარად შეაფასა.

მოგვიანებით, ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მაკგრეგორის ადვოკატმა სამუელ რაბინმა:
მაკგრეგორი ჩათრეულ იქნა მცირე ჩხუბში მობილური ტელეფონის გამო, რასაც პოლიციაში ზარი მოჰყვა. მაკგრეგორი პატივს სცემს პოლიციის რეაქციას და თანამშრომლობას აღუთქვამს მას“.

პოპულარული სტატიები

ბრიტანეთის პოლიცია მკვლელს ეძებს

უკრაინაში 40 მუშა შახტიდან არ ამოდის

მთავარი რედაქტორი

იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....