NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » „მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო“ – ბორჯღალოსნების კაპიტანი
სიახლეები

„მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო“ – ბორჯღალოსნების კაპიტანი

“მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო”, – ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

“ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულია. არამარტო მორაგბეებისთვის ზოგადად, საქართველოსთვისაც. როგორც დავპირდით გულშემატკივარს ბოლომდე დავიხარჯებოდით, ბოლომდე დავიხარჯეთ, ღვთის წყალობiთ, ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა თამაში.

მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო. საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა! ჰიმნი იმიტომ იყო ემოციური, რომ ყველაზე ახლოს არის ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან. საქართველოსთვის ვითამაშეთ ეს თამაში და მოვიგეთ,” – განცხადა მერაბ შარიქაძემ.

პოპულარული სტატიები

მზიურში სოციალური კაფე გაქურდეს

მთავარი რედაქტორი

ხარკოვის მერის მოადგილე ნაგვის ურნაში ჩააგდეს

ჯარისკაცი ირწმუნება, რომ მას სერჟანტების თანდასწრებით ფულს სძალავდნენ

გადასვლა....