NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია” – მეგო-ბარში მოხუცებისთვის საღამო მოეწყო
მთავარი გვერდი პოსტი რეგიონი საზოგადოება საკითხავი სამეგრელო ზემო-სვანეთი ფოტო და ვიდეო

“მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია” – მეგო-ბარში მოხუცებისთვის საღამო მოეწყო

29 იანვარს, სოციალურ სივრცეში – “მეგო-ბარი” სპეციალურად მოხუცებისთვის გასართობ-შემეცნებითი საღამო მოეწყო. ღონისძიებაზე, სადაც “მოხუცთა კლუბისა” და საინფორმაციო სააგენტო “ნიუსმედიას” წევრი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ინტელექტუალური და გასართობი აქტივობები მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ საღამოზე ამერიკელი და გერმანელი სტუმრებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ფრანგმა სტუმარმა კი, ქართული ტრადიციული კერძიც კი მოამზადა. „მოხუცების აზრი ჩვენთვის ძალიან ფასეული და ძვირფასია. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა აქტიურ ცხოვრებაში და სწორედ ამ მიზნით მოეწყო ეს საღამოც“, – აცხადებენ ახალგაზრდები. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა გვითხრეს, მსგავსი აქტივობები გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. საღამო მუსიკალური ნომრით დასრულდა.

სოციალური ინტეგრაცია, სადაც დაცული იქნება საზოგადოების ნებისმიერი წევრის თანაბარი ჩართულობა ნებისმიერ აქტიურ სამოქალაქო პროცესში, არის რთულად მისაღწევი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. საქართველოში, მოხუცები ძირითადად, ვერ ერთვებიან საზოგადოებრივ აქტივობებში – ვერ დადიან კინოში და ვერ ესწრებიან კონცერტებს. მათი ასაკი ქმნის გარკვეულ ჩაკეტილობას საზოგადოებრივ ცნობიერებაში, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა.

ჩვენ გვიყვარს როდესაც ბებია გვიცხობს ხაჭაპურს, გვისრულებს ყველა სურვილს და ა.შ. თუმცა იშვიათად თუ ვფიქრობთ, რა სჭირდებათ მათ. მათი სურვილები, ოცნებები ჩვენ არ გვაინტერესებს და პრობლემაც სწორედ ამაშია. არ გვაქვს სურვილი, რომ კონცერტზე ვატაროთ, ან თუნდაც კინოში და სხვა დაწესებულებებში, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობენ. სიბერე ისედაც ცხოვრებისეული ტვირთია და ჩვენ რას ვაკეთებთ?! თითოეული ჩვენი ქმედება ამ ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს ნაცვლად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადოთ შევუმსუბუქოთ მათ ეს ტვირთი.

არცერთი საზოგადოება არ არის ბოლომდე ერთიანი, თუმცა თითოეულ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს სურვილი და სწრაფვა, რომ სოციალური ინტეგრაცია ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეხოს.

პოპულარული სტატიები

“ვაშაძე არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ის ჩემი შვილის მკვლელებს შეიწყალებს”

CO-თი გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის ოჯახს სოციალურად უჭირს

მთავარი რედაქტორი

ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო, სვეტისცხოველი დროებით დაიკეტა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....