NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მადლობა ბატონ ბიძინას, რადგან ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაერთიანებლად”
პოლიტიკა

“მადლობა ბატონ ბიძინას, რადგან ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაერთიანებლად”

თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მისი შეფასებით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაერთიანებლად.

“ალბათ, ხედავდით, ბოლო დროს როგორ ვითარდებოდა მოვლენები – იყო აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, იყო ისეთი განცხადებები თანაგუნდელების მიმართ, როგორიც ნამდვილად არ არის მისაღები და სასურველი. მსჯელობა მიმდინარეობს ყველა პრობლემურ საკითხზე. მე მივესალმები ამ შეხვედრას. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, რადგან ის თავად მონაწილეობს ამ შეხვედრაში და ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი გაერთიანდეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რადგან მისი როლიც მნიშვნელოვანია, რათა პარლამენტში იყოს ერთსულოვნება, ერთიანი მიდგომები. ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს განსახვავებული მოსაზრებები და ეს ნორმალურიც არის, ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, მაგრამ მსჯელობა უნდა მოხდეს გუნდის შიგნით. ასე რომ, მადლობა ბატონ ბიძინას და ბატონ ირაკლის ამ ჩართულობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა და ერთსულოვნება შენარჩუნებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

პოპულარული სტატიები

კუკავას საარჩევნო კლიპი 3-მა ტელევიზიამ დაბლოკა

მთავარი რედაქტორი

რისთვის უხდის ეკა ბესელია ნიკა გვარამიას მადლობას?

მთავარი რედაქტორი

ეკა ბესელია პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....