NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ლატვია-საქართველო
სპორტი

ლატვია-საქართველო

დღეს ერთა ლიგის D ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება,როგორც ვიცით საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება ,მატჩი ჩვენი დროით 22:45 ზე დაიწყება. ჩვენ ნაკრებს ჯგუფში კომფორტული პირველი ადგილი უკავია და მოწინააღმდეგეებს 7 ქულიანი სხვაობით უსწრებს.დღეს გასამართი მატჩი შეიძლება ამ ჯგუფისთვის შემაჯამებელი აღმოჩნდეს,რადგან საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ორი ტურით ადრე გავინაღდებთ ნახევარფინალის საგზურს.

ჩვენი ნაკრები რიგაში გუშინ ჩარტერული რეისით გაემგზავრა და “დაუგავას” სტადიონზე 23 კაციანი შემადგენლობით ერთი საათის მანძილზე ივარჯიშა,რიგაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ემზადება მატჩისთვის.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა,ვლადიმერ ვაისმა და ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ვლადიმერ ვაისი
„ლატვიას იმაზე ნაკლები ქულა აქვს ვიდრე თამაშის ხარისხს აჩვენეს. ერთა ლიგისთვის ნაკრებში ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელმაც სათამაშო სქემა შეცვალა და გუნდი 4-4-2 ტაქტიკაზე გადაიყვანა. ლატვია კარგად იცავს თავს, განსაკუთრებით კი, მოედნის ცენტრს და სახიფათო სტანდარტებს ასრულებს. ჩვენ სწორედ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.
ხვალ, ორი განსხვავებული სათამაშო სქემის დაპირისპირება იქნება. შესაძლოა ჩვენი საშინაო შეხვედრის მსგავსი თამაში ვიხილოთ, თუმცა ვნახოთ ორივე გუნდი გამარჯვრბისთვის ითამაშებს და ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო, გახსნილ მატჩს იხილავს. ჩვენ ჩაკეტილი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ, რადგან ეს სახიფათოა. ხვალ ვისი ტაქტიკაც იქნება უკეთესი, ვისაც უფრო გაუმართლებს და ვინც უფრო მეტს იმუშავებს მოედანზე ის გაიმარჯვებს.
თეორიულად ჩვენს ჯგუფში მყოფ ყველა გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას,  დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს და მოსაგებად ვითამაშებთ, ვნახოთ რას დაგვიპირისპირებს მეტოქე, რომელიც ცუდად ნამდვილად არ თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ გოლს არ ვუშვებთ და ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ვთვლი, რომ გუნდს ახლა უფრო უკეთ ესმის რას ვითხოვთ ჩვენ მათგან და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ. გუნდის თამაში ახლა უკეთ ორგანიზებულია, განსაკუთრებით კი დაცვაში. რა თქმა უნდა, ესპანეთის, ინგლისისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ არ გვიწევს თამაში, თუმცა ამ ეტაპზე გუნდი კარგად მუშაობს და იმედი მაქვს, რომ ხვალ დადებით შედეგს ვაჩვენებთ.
ჯერ არაფერი არ არის მიღწეული, ამიტომ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, ყველა ვფიქრობთ ჯგუფიდან გასვლაზე და ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.“    (g.f.f)

 

 

პოპულარული სტატიები

მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

მთავარი რედაქტორი

მორაგბე თორნიკე ჯალაღონია საუკეთესო დამცველად დასახელდა

ქართველი წყალბურთელები დღეს თურქეთს შეხვდებიან

გადასვლა....