NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » კონკურსი სტუდენტებისთვის
საზოგადოება

კონკურსი სტუდენტებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, სტუდენტებისათვის კონკურსს – „ჩემპიონი შემფასებელი” აცხადებს. კონკურსის პირობებით, ქართული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებმა უნდა გააანალიზონ ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები და შეაფასონ მათი საინვესტიციო პოტენციალი.

ეროვნული ბანკის ცნობით, ახალგაზრდებს კონკურსი საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენონ დაგროვილი ცოდნა და გამოიმუშავონ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. გამარჯვებულ სტუნდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში 2-თვიანი სტაჟირება გაიარონ.

მსურველები 2018 წლის 26 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა კი 2018 წლის 25 დეკემბერია.

წყარო: imedinews.ge

პოპულარული სტატიები

“რა ინაუგურაცია? ჩემი პირადი მეგაფონით იმდენს ვიყვირებ, მთელ ორ0კესტრს ჩავახშობ”

მთავარი რედაქტორი

ნინი შერმადინი “მისის პლანეტა 2018”-ის გამარჯვებულია

კაცი, რომელმაც დიღომში ბავშვებს აუზი მოუწყო, გარდაცვლილი იპოვეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....