NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “კომუნისტებმა ბავშვები დაწვეს” – 110 ადამიანის საზარელი გარდაცვალების ამბავი, რომელსაც სსრკ მალავდა
საკითხავი

“კომუნისტებმა ბავშვები დაწვეს” – 110 ადამიანის საზარელი გარდაცვალების ამბავი, რომელსაც სსრკ მალავდა

1961 წლის 5 ნო­ემ­ბერს, სა­შე­მოდ­გო­მო არ­და­დე­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის მე­ო­რე დღეს, ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცი­ის წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სკო­ლა­ში სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. იმის გამო, რომ შე­ნო­ბა­ში არ ჰქონ­დათ სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი, ზე­ი­მის­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით მდე­ბა­რე ორ კლასს იყე­ნებ­დნენ ხოლ­მე. მეტი სივ­რცე რომ ჰქო­ნო­დათ, მერ­ხე­ბი ფან­ჯრებ­თან დად­გეს, ავე­ჯ­მა გა­და­კე­ტა გა­სას­ვლე­ლი კა­რიც. დარ­ბა­ზი ხალ­ხით იყო სავ­სე, იმპრო­ვი­ზე­ბულ სცე­ნა­ზე კი დი­რექ­ტო­რის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ბი­ჭე­ბის გუნ­დი ცეკ­ვავ­და. ამ დროს გვერ­დზე მდე­ბა­რე ოთახ­ში ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე უფ­როსკლა­სელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ, ელექტრო­გე­ნე­რა­ტო­რი აე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ, რომ ფილ­მის ჩვე­ნე­ბა მო­ე­წყოთ. სარ­ჩი­ლა­ვის გა­სა­ცხე­ლებ­ლად მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა, ღუ­მელ­ში ცე­ცხლი და­ენ­თო. ნეს­ტი­ან შე­შას ცე­ცხლი ვე­რაფ­რით მო­ე­დო, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ღუ­მელ­ში ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა, რო­მე­ლიც გე­ნე­რა­ტო­რის­თვის ჰქონ­დათ მო­ტა­ნი­ლი. საწ­ვა­ვის რა­ო­დე­ნო­ბა მან ვერ გათ­ვა­ლა და ცე­ცხლის ალი ღუ­მე­ლი­დან გა­რეთ გა­მო­ვარ­და. რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბას ცდი­ლობ­და, ბი­დო­ნი, რო­მელ­შიც ბენ­ზი­ნი იყო, წა­იქ­ცა და საწ­ვა­ვი ია­ტაკ­ზე და­იღ­ვა­რა. ცე­ცხლი ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­ე­დო ოთახს, გვერ­დზე მდე­ბა­რე დარ­ბა­ზის ია­ტაკს, კედ­ლებს, ჭერს.

ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტო­მა მო­ას­წრო, უფ­როსკლა­სე­ლე­ბი დე­რე­ფან­ში გა­იქ­ცნენ. დარ­ბაზ­ში შავი ბოლი იდგა და ბავ­შვე­ბი ვე­რა­ფერს ხე­დავ­დნენ. და­ი­წყო პა­ნი­კა, ყვი­რი­ლი, ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბოდ­ნენ… ფან­ჯრებ­თან მიდ­გმუ­ლი მერ­ხე­ბის გამო ოთა­ხი­დან გაღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ იყო, გა­დახ­ტო­მა მხო­ლოდ უფ­რო­სებ­მა შეძ­ლეს. ასზე მეტი მოს­წავ­ლე და ოთხი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­იწ­ვა. შე­საძ­ლოა, მსხვერ­პლი ნაკ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას პირ­ველ რიგ­ში არ­ქი­ვის გა­დარ­ჩე­ნა რომ არ ეცა­და და ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებ­და ნის­ლი, რის გა­მოც მე­ხან­ძრე­ე­ბი სკო­ლას­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ.

დამ­წვა­რი ცხედ­რე­ბი სპორ­ტულ მო­დან­ზე და­ას­ვე­ნეს, ბავ­შვე­ბის ამოც­ნო­ბა მშობ­ლებ­მა მე­ო­რე დღეს მო­ა­ხერ­ხეს – უმე­ტე­სად, სა­მო­სით. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის ნა­ხე­ვა­რი 8 წლი­საც არ იყო.

ერთ-ერთ საკ­ლა­სო ოთახ­ში პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად და­იწ­ვნენ.

ხან­ძრის დროს და­ღუ­პუ­ლე­ბი ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ერ­თად დაკ­რძა­ლეს, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი სამ­კურ­ნა­ლოდ მოს­კოვ­სა და ჩე­ბოკ­სარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სა­მუ­ილ ია­რუ­კი­ნი ტყე­ში გა­იქ­ცა. სწო­რედ ია­რუ­კი­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით დარ­ბაზ­ში და­საშ­ვე­ბი 115 ადა­მი­ა­ნის ნაც­ვლად ხან­ძრის დროს 200 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. დი­რექ­ტო­რი გა­ა­სა­მარ­თლეს და 19 წელი მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ცი­ხე­ში მხო­ლოდ 7 წელი გა­ა­ტა­რა. მას შემ­დეგ სო­ფელ­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

უფრო ნაკ­ლე­ბი – 14 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­მაც ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მან და­კა­ვე­ბი­დან 4 წლის შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა.

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა თქმა, რომ ტრა­გე­დია „დი­ა­დი დღე­სას­წა­უ­ლის“ აღ­ნიშ­ვნის დროს მოხ­და და თა­ნაც, ამ­დე­ნი ბავ­შვი შე­ე­წი­რა.

ტრა­გე­დი­ი­დან 2 დღის შემ­დეგ, 7 ნო­ემ­ბერს სო­ფელ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ზე­ი­მო მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს დუ­მი­ლის პი­რო­ბა ჩა­მო­არ­თვეს.

თუმ­ცა, ხან­ძრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც გავ­რცელ­და – იმა­ვე დღეს რა­დიო „ამე­რი­კის ხმამ“ გა­დას­ცა, რომ „კო­მუ­ნის­ტებ­მა ბავ­შვე­ბი დაწ­ვეს“.

ელ­ბა­რუ­სო­ვოს­თვის ტრა­გე­დია ძა­ლი­ან დიდი მას­შტა­ბის იყო, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ფელ­მა იმა­ზე ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა, ვიდ­რე ნო­ემ­ბრის „ერთ მშვიდ დღეს“.

ხან­ძარს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი მომ­დევ­ნო წელს პი­ო­ნერ­თა ბა­ნაკ­ში გა­ამ­გზავ­რეს, სო­ფელ­ში კი ახა­ლი სკო­ლა აა­შე­ნეს – ამ­ჯე­რად, აგუ­რით.

ელ­ბა­რუ­სო­ვო­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ 1990-იან წლებ­ში და­ი­წყეს, გა­იხ­სნა მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ა­ლიც.

ამ დრო­ის­თვის დო­კუ­მენ­ტე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი ხან­ძრის შე­სა­ხებ სკო­ლის ვებ-გვერ­დზეც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

წყარო: ამბები.ge

პოპულარული სტატიები

“ალბათ მაინც პროვინციელები ვართ, თორემ მამაკაცები ამდენ უღირს საქციელს არ იკადრებდნენ”

მთავარი რედაქტორი

“მე აფხაზეთიდან ვარ, ჩემს სამშობლოში უსამშობლოდ დარჩენილი” _ წერილი აფხაზეთიდან

მთავარი რედაქტორი

„დედაჩემმა იცის, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა და მინდა დავბოლდები, მინდა გავბოზდები…“

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....