NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, ვასიკო ოდიშვილის შოუ ეთერში აღარ გასულა
საზოგადოება

კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, ვასიკო ოდიშვილის შოუ ეთერში აღარ გასულა

ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია”, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს  გადიოდა, გუშინ ეთერში არ გასულა.

„ლიბერალი” დაუკავშირდა გადაცემის ერთ-ერთ პროდიუსერს, გვანცა გორდეზიანს, რომელმაც თქვა, რომ გადაცემა ეთერში ფორმატთან დაკავშირებული ცვლილებების გამო არ გავიდა.

„გადაცემა შეიცვლის ფორმატს. ცვლილებების დასრულებამდე გადაცემა ეთერში აღარ  გავა” – ამბობს გვანცა გორდეზიანი.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება 30 სექტემებრს გასულ გადაცემას, რომელშიც წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა, გორდეზიანმა გვიპასუხა, რომ ფორმატის ცვლილება ამ გადაცემასთან კავშირში არ არის.

„ლიბერალის” წყაროს ინფორმაციით, გადაცემის შეჩერება, სავარაუდოდ, კავშირშია 30 სექტემბერს გასული გადაცემის შინაარსთან.

საგულისხმოა, რომ  პირველი გადაცემა გავიდა 16 სექტემბერს და 7 ოქტომბერს გასასვლელი გადაცემის პრომოც გადიოდა ეთერში და განთავსებული იყო გადაცემის ფეისბუქ გვერდზე.

„ლიბერალი” ცდილობდა, გადაცემის წამყვანთან დაკავშირებას, ასევე გადაცემის მეორე პროდიუსერთან, ირაკლი ხრიკაძესთან. ირაკლი ხრიკაძე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

30 სექტემბერს გასულ გადაცემაში ვასიკო ოდიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააშარჟა.

გადაცემის დახურვის შესახებ შეკითხვა დღეს კობახიძეს ბრიფინგზეც დაუსვეს. კობახიძის თქმით, მას ამ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„არა მგონია, რაიმე გადაცემა დახურულიყო, არანაირი ინფორმაცია გადაცემის დახურვაზე არ მაქვს.”- კობახიძე.

წყარო: ლიბერალი

პოპულარული სტატიები

“ბიძინა ივანიშვილს გამდიდრება უნდაო, რომ იძახიან, სისულელეა, უკანაფოდაც მშვენივრად არის”

მთავარი რედაქტორი

“სანამ ერთ ქართველს მაინც ახსოვს, რომ მისი მტერი არის რუსეთი, მანამდე ეს ომი წაგებული არ არის“

მთავარი რედაქტორი

“ბავშვი იმ დღეს ეზოში მარტო ჩავუშვი და… გაქრა”

გადასვლა....