NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » კინოთეატრი ზუგდიდს უბრუნდება _ ვინ დააფინანსებს ახალგაზრდების პროექტს?
სამეგრელო ზემო-სვანეთი

კინოთეატრი ზუგდიდს უბრუნდება _ ვინ დააფინანსებს ახალგაზრდების პროექტს?

უკვე წლებია ქალაქი ზუგდიდი კინოთეატრის გარეშეა დარჩენილი, რაც ახალგაზრდებს განსაკუთრებით აწუხებთ. სწორედ ამიტომ “სოციალურ მეწარმეთა ახალგაზრდული კლუბის” წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯეს” წარმომადგენლებმა ქალაქის მერიას პროექტი წარუდგინეს და კინოთეატრისთვის ფართის გამოყოფა მოითხოვეს.

პირველი, ვინც მათ გამოეხმაურა კაფე-ბარ “არტ ჰაუსის” დამფუძნებელი, გვანცა აბსანძე იყო. მან ამ ახალგაზრდების წამოწყებაზე “ნიუსმედიასგან” გაიგო და ამის შემდეგ გადაწყვიტა ბავშვების წახალისება.

თუ რა სახის დახმარებას გაუწევს “არტ ჰაუსი” ზუგდიდელ ახალგაზრდებს, ამის შესახებ გვანცა აბსანძემ “ნიუსმედიასთან” ისაუბრა.

– პირველ რიგში, მინდა ვთქვა რომ არა თქვენ, ვერ გავიგებდი ამ ახალგაზრდების შესახებ. კინოთი საზრდოობს ადამიანი და მეც ბევრი მისწავლია ფილმებიდან, ამიტომ არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი ბავშვებს.

რაც შეეხება კაფე-ბარ “არტ-ჰაუსს”, ის 5 წელია ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში ბევრი დახმარება გავუწიეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენთვის ღირებულია ყველა წამოწყება, რაც ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.

– როგორც ვიცით, ახალგაზრდები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გყავდათ წაყვანილი

– კი, ჩვენ ჩვენი ხარჯებით ჩავიყვანეთ ბავშვები თბილისში. 2 დღის განმავლობაში კინოჩვენებას დაესწრნენ, შეხვდნენ კონომცოდნეებსა და იტალიური ფილმის გმირებს. ძალიან დიდი სტიმული მიეცათ მათ ამით და არ აპირებენ ჩუმად ყოფნას. მეტიც, უფრო გაუღრმავდათ პროექტზე მუშაობის სურვილი.

– ახლა კი გვითხარით, რა სახის დახმარებას გაუწევთ ამ ახალგაზრდებს?

– “არტ ჰაუსისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტის ავტორები ზუგდიდელი ახალგაზრდები არიან. ჩვენ მათთან ერთად ვაპირებთ კინოთეატრის აშენებას, საამისოდ მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართს.

– როგორც ვიცი, აქციის ჩატარებასაც აპირებთ – “ყავით ავაშენოთ კინოთეატრი”, რა გულისხმობს ეს აქცია?

– თითოეულ “არტ ჰაუსში” შემოსულ სტუმარს შეუძლია მიირთვას ყავა და აქიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება კინოთეატრის ფონდში.

“არტ ჰაუსი” მომავალშიც აპირებს მსგავს პროექტებში ჩართვასა და აქტიური ახალგაზრდების წახალისებას.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ერთადერთი კინოთეატრი „ატრიუმი“ 2015 წელს დაიხურა და მის ნაცვლად სლოტ კლუბი გაიხსნა

პოპულარული სტატიები

ჯგალში მოსახლეობის ნაწილს წყალი წლებია არ მიეწოდება, გაიგეთ როდის მოგვარდება ეს პრობლემა

“ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია”- ინტერვიუ ნოდარი ბაბუასთან (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“სან ფრანცისკოს თუ ვერა, ისეთ დონეს მაინც გაუტოლდეს ცაცხვი, სადაც არ მოვიწყენთ”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....