NewsMedia-მედია აქტივიზმი
რადიო თავისუფლება
მთავარი » კალაძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს- აცხადებენ მემანქანეები
ახალი ამბები პოლიტიკა

კალაძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს- აცხადებენ მემანქანეები

მეტროს გაფიცული მემანქანეები დედაქალაქის მერის იმ განცხადებას პასუხობენ, სადაც კახა კალაძემ მეტროს მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა. მემანქანეები ამბობენ, რომ თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

. ისინი მერიის მიერ ხელფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარს შეადგენს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით, ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნა, ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო შეეზღუდათ თავისთვის დანამატები პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ხელფასის გაზრდა. ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400 დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე”, -აცხადებს მეტროს მემანქანე ნუგზარ გაგუა.

მეტროს თანამშრომლების განცხადებით, ისინი ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

პოპულარული სტატიები

ხელს ნუ აფარებ მკვლელს! ზუგდიდში 2 ივნისს აქცია გაიმართება

“მე არ მინ­და ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი”

მთავარი რედაქტორი

რატომ დაეცა საქართველოში დემოკრატიის ინდექსი? – The Economist გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....