NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “კალათბურთელის დღიურები”,სისხლით დაწერილი იმედგაცრუება.
მთავარი გვერდი სიახლეები სპორტი

“კალათბურთელის დღიურები”,სისხლით დაწერილი იმედგაცრუება.

6 ივლისს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე, ლოს ანჯელესის პოლიციაში ზარი შევიდა რომელშიც ტაილერ ჰანიკატის დედა საუბრობს, რომ მისი შვილი საეჭვოდ უცნაურად იქცეოდა და აღელვებული იყო აღნიშნულის გამო.
ასევე სხვა ნომრებიდან შედიოდა ზარები,მსგავსი შინაარსით:შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში იარაღით დარბის.
როდესაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, კალათბურთელმა სახლში ბარიკადირება მოახდინა და ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცავებს,რაზეც საპასუხოდ გაუხსნეს ცეცხლი მას.
ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციის მანქანა 2 ვერტმფრენი შეიკრიბნენ.პოლიცია აცხადებს, რომ სახლის მხრიდან მხოლოდ ერთი, პირველი გასროლა განხორციელდა.
ალყა 9 საათს გრძელდებოდა შემდეგ SWAT-ის დანაყოფმა შტურმი განახორციელა, მაგრამ კალათბურთელი უკვე გარდაცვლილი იყო. მას რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. ექსპერტიზის თქმით მან თავი მოიკლა.
ჰანიკატის დედას არ სჯერა ექსპერტიზის და აცხადებს:”იმ დღეს ის წასვლას აპირებდა, შემდეგ გადაიფიქრა მე ვერ გავუგე მას. ძალიან ნაწყენი იყო. მას ზაფხულის ლიგაში, ოკლაჰომაში უნდა ეთამაშა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებაზე მუხლის პრობლემა დაუდგინეს. მე მას ვუთხარი, რომ თუარ დამშვიდდებოდა პოლიციას გამოვუძახებდი, გამოვუძახე მათ კი მე შვილი მომიკლეს. ჩემი შვილი არასდროს მოიკლავდა თავს მე ის დამპირდა.
მას არ უსვრია პოლიციელებისთვის,ის პანიკაში იყო და ფანჯრიდან ჰაერში ისროლა. პოლიციამ ადგილზე 30 მანქანა, 3 ვერტმფრენი შეშინებული ბიჭის წინააღმდეგ გამოიყვანა.
ჩვენ საკმაოდ დიდი სახლი გვაქვს.სისხლის კვალი მთელ სახლში იყო, ტუალეტში,საძინებელში,დერეფანში,კედლებზე.ვფიქრობ პოლიციამ ის ფანჯრიდან გასროლით დაჭრა, შემდეგ ის თავის დასაცავად საძინებელში გავიდა და იქ სისხლისგან დაიცალა.
როდესაც ის მიჰყავდათ მე ვთხოვე, რომ ეჩვენებინათ ჩემთვის, მაგრამ პასუხად მივიღე “მადამ თქვენ არ გინდათ ამის ნახვა”.ასე რომ არ ვიცი რა ვიფიქრო.
ასე მითხრეს, გამოკვლევა 10 თვეს გაგრძელდებაო, როგორ დავუჯერო მათ?!”
ვინ იყო ჰანიკატი?
ჰანიკატი, ევრობასკეტის ერთერთი ფიზიკურად ყველაზე განვითარებული კალათბურთელი გახლდათ.თავისი ძალიან მაღალი ნახტომის საშუალებით მან 2017 წელს თურქეთში გამართული შეჯიბრი მოიგო.
იმისთვის,რომ NBA-ში ეთამაშა დისციპლინა და სათამაშო ინტელექტი არ ეყო.
ერთერთი ბოლო რაც მან დედას უთხრა იყო:”მე ისრაელში დაბრუნება მინდა, მგონია, რომ წმინდა მიწა შინ მეძახის”. მას ძალიან უყვარდა ისრაელი და ნეს-ციონი, დაბრუნება სურდა.

პოპულარული სტატიები

ევროპული საქართველოს“ წევრს თავს დაესხნენ

მთავარი რედაქტორი

ემილიანო სალას ცხედარი ნაპოვნია

მთავარი რედაქტორი

მარია შარაპოვა საფრანგეთის პირველობაზე სერენა უილიამსს დაუპირისპირდება

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....