NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ბინის გამქირავებლებს წყლის ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ”
ეკონომიკა

“ბინის გამქირავებლებს წყლის ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შემუშავებული პროექტი სასმელი წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით არ შეეხებათ ბინის გამქირავებლებს – იმ პირებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ (მათ შორის საიტების მეშვეობით) სხვადასხვა მიზნებითა და პერიოდულობით.

მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ სასტუმრო მომსახურებების შესაბამისად.

„26 თებერვალს სემეკ-ში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც კომისიამ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროექტი ჰიბრიდული ტარიფის მოდელთან დაკავშირებით და მოისმინა მათი მოსაზრებები. სემეკ-ი გააგრძელებს საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვას და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში.

სემეკ-ის ცნობით, დაინტერესებულ პირებს პროექტის ნახვა შეუძლიათ კომისიის ვებგვერდზე.

პოპულარული სტატიები

დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა სიმღერით 2018 წელს 6 200 ლარი იშოვა

მთავარი რედაქტორი

პენსია გაიზარდა

მთავარი რედაქტორი

როდიდან და რამდენით მოიმატებს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე ფასი?

გადასვლა....