NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ინაშვილი კობახიძეს თანამდებობიდან გადაყენებით ემუქრება
პოლიტიკა

ინაშვილი კობახიძეს თანამდებობიდან გადაყენებით ემუქრება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიწრო ინტერესების მენეჯმენტის გატარებასა და მათ ინიციატივების დაბლოკვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუ მმართველობის სტილს არ შეცვლის გადააყენებენ. ამის შესახებ ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა.

“თქვენ არ გაინტერესებთ, მეორე განხილვამდე მივიდეს კანონპროექტი, პირველივე მოსმენაზე აგდებთ მას. შესაბამისად, საერთოდ არ გაინტერესებთ, ჩვენი როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ წარმომადგენლების ინიციატივები.

დღეს პარლამენტს ვიწრო ხედვის ინტერესების მენეჯმენტი ჰყავს, ვიწრო ინტერესებზე აწყობილი. ძალიან დაემსგავსეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავისი სტილით დ ამოქმედების ტაქტიკით, ართანამშრომლობის პრაქტიკით. თუმცა კი თანამშრომლობთ ბოკერიასთან და მეორე ნაცმოძრაობასთან. ჩვენთან არ გამოდის ჩვენი მცდელობის მიუხედავად. ან შეცვალეთ მართვის სტილი, მიდგომები, ან ჩვენ დავაყენებთ თქვენი იმპიჩმენტის საკითხს. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ გადაგაყენებთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პოპულარული სტატიები

„სალომე ქართველია? იცის ქართული ენა? პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ?”

მთავარი რედაქტორი

გუგუტიანთკარის ამბები და პრეზიდენტი აუზში

“გაგრძელდეს გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....