NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ივანიშვილმა ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა
პოლიტიკა

ივანიშვილმა ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა

ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა და ეს უკანასკნელი თამარ მეფეს შეადარა.

„სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის სიმბოლო უახლესი ისტორიის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი.

ქალბატონი ჩვენს დიდ ისტორიასაც და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ უახლოეს დროში ვიხილავთ. ჩვენ ამით შევეხმიანებით ჩვენს შორეულ და უახლეს ისტორიასაც, შევეხმიანებით პირველ ემიგრაციას, დიდ პატივს მივაგებთ და თავად ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში.

მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ლომის წვლილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებით, თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პოპულარული სტატიები

“ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით” _ უგულავა სააკაშვილს

მთავარი რედაქტორი

“მადლობა ბატონ ბიძინას, რადგან ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაერთიანებლად”

“არ იცი რითი სუნთქავს საქართველო და შენ გინდა საქართველოს პრეზიდენტობა? “

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....