NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც 24/7-ზე ერთ ადგილს ათამაშებთ…“
პოლიტიკა

“თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც 24/7-ზე ერთ ადგილს ათამაშებთ…“

გირჩის მიმართვა ქართული ბიზნესის ცნობად და მეტნაკლებად ცნობად სახეებს

“თიბისი-ს დამფუძნებლების გარშემო რაც ხდება, არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური, და არა სამართლებრივი პროცესი. საქმეში არ არსებობს მომჩივანი დაზარალებული და სრულიად გაუგებარია, რას და რატომ იძიებს 11 წლის წინანდელ საქმეში პროკურატურა. ამავე დროს, ცხადზე ცხადია, რომ ვითომ კონსტიტუციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახელწოდებით „ეროვნული ბანკი“, რომელსაც იმის უნარიც კი არ შესწევს, რომ საჯაროდ ახსნას საკუთარი გადაწყვეტილებების შინაარსი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის მორიგ ინსტრუმენტად იქცა. რა ცოდვებიც უნდა ჰქონდეთ თიბისი-ს დამფუძნებლებს, საღი აზრის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ კონკრეტულ საქმეში სახელმწიფო მათთან მიმართებაში უსამართლოდ იქცევა.

ამ ფონზე თქვენი დუმილი არის უტყუარი დადასტურება იმისა, რომ სინამდვილეში:

თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრონი-ბიზნესმენები, რომლებმაც მოახერხეთ სიმდიდრის დაგროვება სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტებისა და პრეფერენციების მიღების გზით, იქნებოდა ეს ხელში იაფად ჩაგდებული ქონება, საჯარო კონტრაქტებით მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება თუ კანონით მონიჭებული და/ან რეგულაციებით გამყარებული მონოპოლიური მდგომარეობა. სახელმწიფოს, ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე, თქვენი, როგორც ბიზნესმენების ფასი არის – ნული.

თქვენ გაქვთ საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება და მიიჩნევს, რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობისა. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასდროს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები.

თქვენ ხართ ფარისევლები, გაერთიანებული სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაცია-ფედერაციებში, ვითომ ბიზნესის ინტერესების დასაცავად, სინამდვილეში კი მათი რეალური დანიშნულება იმ პერიოდის ხელისუფლების ნებისმიერი იდიოტური, მათ შორის, თქვენთვისვე საზიანო წამოწყებების უტიფარი გაპრავება და მოქალაქეების ზურგსუკან პირადი ინტერესების ლობირებაა.

თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც „პოლიტიკაში არ ვერევით“ გზავნილს ამოფარებულნი, 24/7-ზე ერთ ადგილს ათამაშებთ და ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან, რადგან ხელისუფლებები იცვლებიან და თქვენ მუდმივად გჭირდებათ სახელმწიფოსგან ახალი, იაფი ქონება, ფული, დახმარება და/ან პრივილეგია.

გვესმის, რომ ისტორიული გამოცდილება და არსებული რეალობა გიბიძგებთ იყოთ ასეთები, მაგრამ ეს ვერ ამართლებს თქვენ ასეთ გულისამრევ ყოფას.

პ.ს. დიდი ხანია გვინდოდა თქვენთვის ამის თქმა.” – ვკითხულობთ “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულარული სტატიები

“რუსები აფხაზეთსა და ცხინვალში იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს” – ირაკლი კობახიძე

მთავარი რედაქტორი

“დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ”

მთავარი რედაქტორი

“ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო, რომელიც გაღრმავდება და სკანდალურ სახეს მიიღებს”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....