NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » თამუნა მიქავას “ფერადი” გაკვეთილები
ახალი ამბები ბლოგი თვალსაზრისი საზოგადოება საკითხავი სამეგრელო ზემო-სვანეთი სოც.ქსელი ფოტო და ვიდეო

თამუნა მიქავას “ფერადი” გაკვეთილები

ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება სხვა სკოლებში, მაგრამ ჩემს სკოლაში მუსიკის გაკვეთილები აი ასე იწყება.

თამუნა მიქავა წლებია ქ. წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელია და ამბობს, რომ ბავშვების სიყვარულით სავსე თვალები უმსუბუქებს ტვირთს, რომლის ზიდვაც მას თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას უხდება.

პროფესიონალიზმით, სიახლეებისა და ბავშვების სიყვარულით სავსე პედაგოგი თავის განსაკუთრებულ საკომუნიკაციო, საორგანიზაციო უნარებს იშველიებს და გაკვეთილის ჩასატარებლად გულმოდგინედ, შემოქმედებითად ემზადება.

სასიხაულოა, რომ შედეგიც არ აყოვნებს – კლასში სრული ჩართულობაა და რასაც გასცემს, უკანვე უბრუნებენ ბავშვები. მასწავლებელიც ხომ სწორედ მაშინაა ყველაზე წარმატებული, როცა გრძნობს, რომ ის ბავშვს უყვარს. დღესდღეობით, მოსწავლეებისგან პატივისცემის, სიყვარულისა და აღიარების მოპოვება რთულია. ხშირად ამისთვის კარგი განათლება, საგნის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა სულაც არ არის საკმარისი. შესაძლოა, პედაგოგს ვერც ხასიათის დადებითმა თვისებამ გაუწიოს საჭირო დახმარება, ვინაიდან მის პროფესიონალიზმს კონსტრუქციული, ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები განსაზღვრავს.

ქალბატონი თამუნა მიქავა გვიზიარებს, რომ როდესაც გაკვეთილი მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოთი შემოიფარგლება, მცირეა ალბათობა იმისა, რომ მან მოსწავლეთა მოწონება დაიმსახუროს, ხოლო როდესაც აღსაზრდელებს საინტერესო აქტივობას სთავაზობს და მრავალფეროვან გაკვეთილს ,,უძღვნის“, მათი სასწავლო მოტივაციაც საგრძნობლად ამაღლებულია.

ასე რომ, იდეას, რომლის მიხედვითაც გარემო ბავშვის განვითარებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თბილი მზის სხივები – მცენარისთვის ის სრულად იზიარებს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს, მისი მოსწავლეებისათვის შექმნას კომფორტული და სასიამოვნო გარემო. ისეთი, სადაც ბავშვი გაკვეთილის აშკარა თანაშემოქმედია და მისთვის სწავლება მძიმე ვალდებულებას აღარ წარმოადგენს.

როცა უკლებლივ ყველა მასწავლებელი საქმისა და მოსწავლეების სიყვარულს გააერთიანებს და ბევრ ფერად გაკვეთილს ,,მიუძღვის“ მათ, ყველაფერი საგრძნობლად კარგად იქნება. ,,ნიუსმედიას“ გუნდი მოხარულია ქალბატონ თამუნა მიქავას პედაგოგიური საქმიანობით, მისი ენთუზიაზმითა და მრავალფეროვანი გაკვეთილებით.

გვანცა სარია

პოპულარული სტატიები

რისთვის უხდის ეკა ბესელია ნიკა გვარამიას მადლობას?

მთავარი რედაქტორი

“ზაზა კი ისევ იქაა, მის დათუნასთან! გული მერევა ამ ყველაფერზე”

მთავარი რედაქტორი

“მუდამ ვეცდები სიკეთით და სიყვარულით გადამეხადოს ის,რასაც თქვენგან ვიღებ”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....