NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება
საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი“ აუქციონის გამართვას აპირებს, სადაც სხვა ნივთებს შორის გაერთიანების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობაც გაიყიდება.

“გირჩი“ აუქციონს ახალ ოფისში გადასვლამდე ჩაატარებს.

“კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთი “გირჩის” ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად: ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი“, – წერს “გირჩი“.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ პირადობის მოწმობაში სახელი შეიცვალა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა.

პოპულარული სტატიები

“ის ცრემლები, რაც თქვენ ნახეთ, ნამდვილი იყო”

მთავარი რედაქტორი

როგორ შეძლებენ მოსწავლეები ატესტატის აღებას? – სამინისტროს განცხადება

მთავარი რედაქტორი

“კეკელიძის ქუჩაზე ძიძამ ჩაახეთქა კალიასკაში ბავშვი რომელიც გასკდა ტირილით.”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....