NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორია სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა
საზოგადოება

ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორია სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს “სამოქალაქო თავდადებისთვის” მედალი გადასცა.

„ეს არის მხიარული დღე, შობის წინა დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სად ვართ, ამიტომ აქ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად და დღეს გადავეცი სამოქალაქო თავდადების მედალი, სახსოვრად იმისი, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები. თავდადება ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩანაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვართან მდგომ შეიარაღებულ ე.წ მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯიოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც.

გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოპულარული სტატიები

პარლამენტთან აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავარი რედაქტორი

“ბატონი ბიძინა ადრე მართლა ეწეოდა ქველმოქმედებას და მისი საქმიანობით ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ…”

მთავარი რედაქტორი

“მიუხედავად იმისა,რომ ორი მომქმედი პრეზიდენტი ვიყავით ტაძარში,იქ ყველა მსურველს უშვებდნენ” (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....