NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ვისაც საახალწლოდ გაკლიათ საკვები, 31-ში პარლამენტთან გელოდებით, უნდა გაგახაროთ”
საზოგადოება

“ვისაც საახალწლოდ გაკლიათ საკვები, 31-ში პარლამენტთან გელოდებით, უნდა გაგახაროთ”

“ამ დღეებში იმდენი სევდიანი წერილი მივიღე, გადავწყვიტე, რომ საჯარო პოსტი გამოვაქვეყნო.

ყველას ექნება წაკითხვის საშუალება: 31 დეკემბერს, ორშაბათს, დღის 3 საათზე ვიდგები პარლამენტის შესასვლელთან, თბილისში!!! არა რუსთაველის მხრიდან, არამედ ზედა შესასვლელთან. დაგელოდებით ყველას, ვინც მწერთ, რომ საახალწლოდ გაკლიათ საკვები. ნუ მოგერიდებათ, გთხოვთ! იყო დრო, როცა მეც ძალიან მიჭირდა. მშიოდა, არ მრცხვენია, ეს მოგიყვეთ და ჩემი მეგობრები მიზიარებდნენ საახალწლო ნობათს. მობრძანდით და აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები, რომლებზეც ასეთი სიყვარულით მწერთ, უნდა გაგახაროთ! ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, თუ მეზობლად გაჭირვებული ოჯახი ეგულება, გადასცეს, რომ 31 დეკემბერს, დღის 3 საათზე პარლამენტთან ველოდები. ყველასთან თავად მივიდოდი, მაგრამ ბევრი წერილია და, უნდა მაპატიოთ, რომ ფიზიკურად ვერ მოვასწრებ სტუმრობას. გელოდებით, გულით და სულითწერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუქზე. 

პოპულარული სტატიები

ვინ არის ქალი, რომელიც სარალიძის აქციაზე მივიდა და რა აკავშირებს მას სააკაშვილთან?

მთავარი რედაქტორი

10 წლის გრიგოლ ესებუას ქუჩაში დარჩენა აღარ ემუქრება

მთავარი რედაქტორი

კაცი ზემო რაჭიდან, რომელსაც 63 წელია შუქი არ ჰქონია (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....