NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ვაშინგტონში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობენ
მსოფლიო ამბები

ვაშინგტონში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობენ

ვაშინგტონში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობენ. ახალი კანონპროექტი, რომელიც შემუშავებულია როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი სენატორების მიერ, შეერთებული შტატების სენატში უკვე შეიტანეს.

სანქციები საბანკო და ენერგეტიკული სექტორების, ასევე, იმ პირების წინააღმდეგ დაწესდება, რომლებიც ვლადიმერ პუტინის სახელით განხორციელებულ უკანონო და დამაზიანებელ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი.

კონგრესში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ შეერთებული შტატების არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე, უკრაინაში განხორციელებულ აგრესიასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების მუდმივ დარღვევაზე რეაგირება სურთ.

პოპულარული სტატიები

პაკისტანში ყოფილმა სამხედრომ 6 ადამიანი მოკლა

Facebook-ი და Instagram-ი 13-წლამდე მომხმარებლების ანგარიშებს დაბლოკავს

შრი-ლანკაზე სიკვდილით დასჯის მორატორიუმი გაუქმდება

გადასვლა....