NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება
სამართალი

ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება – შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

როგორც პრემიერმინისტრმა სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა აგრძელებს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ე.წ ქუჩური გარჩევების სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში.

„კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პოპულარული სტატიები

სანაიების ოჯახი მკვლელობის საქმის ექსპერტის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებენ

მთავარი რედაქტორი

„არც სუნი იყო, არც არაფერი” – “ყაზტრანსგაზის” დაკავებული თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ

ქუთაისში ექიმი დააკავეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....