NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის შეკრებილი კოზა ნოსტრა”
პოლიტიკა

“ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის შეკრებილი კოზა ნოსტრა”

“სახელმწიფოს დამანგრეველი ტოტალური კორუფციისა და დანაშაულებრივი ჯგუფისგან ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს” – ახალ ფარულ ჩანაწერებსა და კვლევის შედეგებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მხრიდან ბიზნესის გადანაწილებასა და არაფორმალური მმართველობის კონკრეტულ სქემას ეხება, ოპოზიცია აფასებს. მათი თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა, სწორედ ბიძინა ივანიშვილია და ეს ახალმა ჩანაწერმაც დაადასტურა.

“გასაგებია, ვინც დგას ამ ფარული ჩანაწერების უკან, პირდაპირ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, რომელიც მილიონებს ითხოვს ბიზნესიდან. რაც მოვისმინეთ ამ ფარულ ჩანაწერებშია ამაზე მეტი სკანდალური რაღა უნდა მოვისმინოთ. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის შეკრებილი კოზა ნოსტრა, მაფიოზური ყაჩაღური დაჯგუფება, რომელიც უმოწყალოდ აყაჩაღებს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს.

“სწორედ ამას ვიძახით, რომ ახლა არ არის საუბარი, რომ უნდა დავეხმაროთ კონკრეტულ ბიზნესმენს ან ბიზნესი გადავარჩინოთ, ახლა ქვეყანაა გადასარჩენი,”-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის პრობლემისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა, არსებული ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაა.

„ბოლო წლების განმავლობაში ცხადი არის რომ ქვეყანაში არის ტოტალური კორუფცია და ეს კორუფცია დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, მის ოჯახთან. ამ კორუფციამ მოიცვა მთელი სახელმწიფო მანქანა და ეს ანგრევს სახელმწიფოს. იმ პირობებში, როცა ქვეყანა მიდის უკან მატულობს სიღარიბე, დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად უნდა მოვიშოროთ ეს ხელისუფლება,“ – ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.

“კურიერმა” ბიძინა ივანიშვილის ძმის სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სთხოვს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავტომანქანების ბიზნესის წილში ჩასვას.

ჩანაწერების მიხედვით, ალექსანდრე ივანიშვილი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, კონკრეტულ სქემას სთავაზობს. ივანიშვილის თქმით, მისი გვარის გამო, ახალ ბიზნესს საქართველოში ვერ იწყებს და ამის გამო, დაინტერესებულია ძველი ბიზნესის ამოქმედებით და სურს, რომ ძვირადღირებული მანქანების შემოყვანა.

პოპულარული სტატიები

დავით კირკიტაძე სასამართლომ გაამართლა

მთავარი რედაქტორი

“წინაპრებიდან გამომდინარე ასევე ვარ მეც, სიმართლის მთქმელი, ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ”

მთავარი რედაქტორი

“ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს – ბიძინა, გედი, ეკა, სალომე…”

გადასვლა....