NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ერთი საკუჭნაო გვქონდა და იქ ვართ ამდენი სული, სახლი მთლიანად დაგვეწვა”
შემთხვევა

“ერთი საკუჭნაო გვქონდა და იქ ვართ ამდენი სული, სახლი მთლიანად დაგვეწვა”

ორი დღის წინ, დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის, სოფელ ნინოშვილში ღლონტების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა და რვასულიანი ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

წინასწარი ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზად მოძველებული ელექტროსადენები სახელდება.

როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში დაზარალებული ლია ღლონტი აღნიშნავს, სახლს ცეცხლი იმდენად სწრაფად მოედო, რომ სახანძრო ბრიგადის მისვლამდე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ახლა მრავალსულიანი ოჯახი საზოგადოების დახმარების იმედად არის დარჩენილი.

– ახლა სად ცხოვრობთ?

– პატარა, ერთი საკუჭნაო გვქონდა და იქ ვართ ამდენი სული. მე, სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ჩემი ძმა, რძალი, მამაჩემი, დედაჩემი და ბაბუა.

– ხანძარი რომ გაჩნდა, სახლში იყავით?

– დიახ. ბაბუას გამოყვანა ძლივს მოახერხეს, 83 წლის არის, ლოგინად ჩავარდნილია. ბავშვები შოკურ მდგომარებაში აღმოჩნდნენ, ყველაზე პატარა 5 წლის არის. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, რაც გვემოსა იმის ამარა დავრჩით.

– ადგილობრივი მთავრობა არ გეხმარებათ?

– კი. იმდღესვე დაგვეხმარნენ, რითაც შეიძლებოდა და დაგვპირდნენ, რომ მომავლშიც დაგვეხმარებიან.

დახმარების მსურველები დაუკავშირდით ლია ღლონტს შემდეგ ნომერზე: 57724449

თანხის დასარიცხად იხელმძღვანელეთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტებით:

ლიბერთი ბანკის ანგარიში: GE94LB0711103757238001

მიმღები: მაია ღლონტი

წყარო: mshoblebi.ge

პოპულარული სტატიები

ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მთავარი რედაქტორი

“ჩვენი საპატრულო ჯგუფის 3 წევრს დაუდგინდა H1N1 ვირუსი!”

მთავარი რედაქტორი

შეცდომით ამობეჭდილი ტესტის გამო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამოცდა ჩაიშალა

გადასვლა....