NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ
საზოგადოება

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ

ხმაური ელმავალმშენებელი ქარხნის ეზოში – ქარხნის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

თანამშრომლების თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მათ შრომითი ანაზღაურება არ მიუღიათ. ამის მოსაგვარებლად მათ ქარხნის ადმინისტრაციას 21-დღიანი ვადა მისცეს. დღეს ულტიმატუმის ვადა იწურება, რის შემდეგაც ისინი გაფიცვის დაწყებას აანონსებენ.

„სექტემბრის ხელფასი დაარიგეს ოქტომბერში და იმის მერე საერთოდ აღარ,“- ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი იური ზედგენიძე.

ქარხნის ტერიტორიაზე თანამშრომლებნი დილიდან იმყოფებიან, თუმცა ადმინისტრაციას ამ დრომდე მუშებთან შეხვედრა არ სურს. ადგილზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება, რომელსაც მხარეებს შორის მედიატორის როლი უდა შეესრულებინა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო, თუმცა ადმინისტრაციასთან საუბრის შემდეგ, მან მუშებს ბუნდოვანი პასუხი გასცა.

თავად მუშების განმარტებით, არსებობს გარკვეული ძალა, რომელიც  ცდილობს მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს.

„რკინიგზა დიდი ხანია მონაწილეობს ადამიანების დისკრედიტაციაში. მათ აქვთ თავისი პროფკავშირი შექმნილი და ის პროფკავშირი არის აქ წარმოდგენილი. სხვათა შორის, დირექტორის ქვისლი გახლავთ ამათი ადგილობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე და ისინი ხელს უშლიან მოლაპარაკებას,“- აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

მუშები აღნიშნავენ, რომ  ელმავალმშნებელი ქარხანა ახალი მენეჯმენტის პირობებში გაკოტრდა.

„საქართველოს რკინიგზასთან ნუ გვაიძულებენ რომ გადაინაცვლოს ამ პროტესტმა,“- აღნიშნავს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.

პოპულარული სტატიები

სასწავლო პროცესი კარავში

მთავარი რედაქტორი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გულის დაავადებების წინააღმდეგ რეკომენდაციას ავრცელებს

მთავარი რედაქტორი

რუსთაველი დროებით გადაიკეტება

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....