NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ეკა ბესელია პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის
პოლიტიკა

ეკა ბესელია პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას შექმნის – ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა გააკეთა.

ბესელიას განცხადებით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს და ამბობს, რომ შემოიკრებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება.

„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის “სოციალ-დემოკრატებთანაც”, თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს,“ – ამბობს ეკა ბესელია.

პოპულარული სტატიები

“ამდენი ცილისწამების მიუხედავად ის აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას “

მთავარი რედაქტორი

“პორნოვიდეო პოლიციის თანდასწრებით გავხსენი”

მთავარი რედაქტორი

“ევროპული საქართველო” განათლების სამინისტროს მიმართავს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....