NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “დღეს კი დედამის მეორმოცე დღეს თვითონაც დაგვტოვა და წავიდა ამ ცოდვილი სამყაროდან!”
შემთხვევა

“დღეს კი დედამის მეორმოცე დღეს თვითონაც დაგვტოვა და წავიდა ამ ცოდვილი სამყაროდან!”

ტელეწამყვანი, ნინო ადამაშვილი სოციალურ ქსელში მეგობრის გარდაცვალების შესახებ წერს:

“დღეს დამირეკა მეგობრის მამამ ევროპიდან და ფატალური ამბავი მომახალა

გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი რომელიც 2005-10 წლებში ციხეში ჩასვეს მარიხუანას პირადი მოხმარების გამო.. ერთხელაც,იმისთვის რომ ის ხმამაღლა ლოცულობდა შეუვარდნენ კამერაში და ხატები თავზე გადაალეწეს.. მერე ჩაიყვანეს მორგში და აიძულეს რომ გაეუპატიურებინა ერთ-ერთი მიცვალებული მამაკაცის გვამი,თორემ ხვალ რომ პერედაჩებს მოუტანდნენ დედა და დაა, იმათ ამის თვალწინ გააუპატიურებდნენ! __ მან ეს გააკეთა შემდეგ 48 საათის განმავლობაში მორგში ეგდო, მაცივარი ჩართული იყო მორგის ცხადია. ამიტომაც გაიყინა ეს ბიჭი. ის გამოვიდა ამნისტიის შემდგომ და წავიდა ევროპაში.მაგრამ მას მერე ცალი ხელი და ფეხი გაყინული და სრულიად წართმეული ჰქონდა.. ასევე ძლიერი ფსიქიკური პრობლემები.. მას დედა გარდაეცვალა მცირე ხნის წინ ამდენი ტანჯვის და ნერვიულობის შედეგად .. დღეს კი დედამის მეორმოცე დღეს თვითონაც დაგვტოვა და წავიდა ამ ცოდვილი სამყაროდან!!! ვიზიარებ მისი ოჯახის, ჩემი ოჯახის და სრულიად საქართველოს ტრაგედიას

ნათელი და სანთელი შენს ძვირფას და ნატანჯ სულს მეგობარო.” – წერს ნინო ადამაშვილი.

პოპულარული სტატიები

“ჩვენი საპატრულო ჯგუფის 3 წევრს დაუდგინდა H1N1 ვირუსი!”

მთავარი რედაქტორი

22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი

მთავარი რედაქტორი

თანხის ჩასარიცხად გადასულ მამაკაცს მანქანა გასტაცეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....