NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს
საზოგადოება

დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს და მათ ურ­ჩევს, კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექიმს მი­მარ­თონ.

  • “თუკი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი იწყე­ბა სწრა­ფად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში
  • ან ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი იწყე­ბა უჩ­ვე­უ­ლოდ აგ­რე­სი­უ­ლად
  • თუკი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ გავ­ცი­ე­ბულ­ვარ, თავი ად­რეც მტკი­ე­ბია, მაგ­რამ ასე არა­სო­დეს, გავ­ცი­ე­ბულ­ვარ, ყელი მტკი­ე­ბია, ან ხვე­ლა მქო­ნია, თუმ­ცა ასე არა­სო­დეს, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი არის ჩვე­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს
  • თუ ჩვე­ნი გა­ცი­ე­ბის სუ­რა­თი ვი­თარ­დე­ბა, ანუ ისე ავად არის, რო­გორც აქამ­დე, მაგ­რამ პლუს ადა­მი­ა­ნი არის კი­დევ სხვა და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, ორ­სუ­ლი, მე­ლო­გი­ნე, ან ასა­კო­ვა­ნი, ესეც ჩვე­ნე­ბა არის იმის­თვის, რომ მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს”, – გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.
ამას­თან, სერ­გე­ენ­კო ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თავს, გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მზა­ო­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუ­ზე“ ფა­სე­ბი და­წი­ონ.

“ტა­მიფ­ლუს” მწარ­მო­ე­ბე­ლი არის ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყი­დის ამ პრე­პა­რატს. თუკი ვინ­მე ნა­ხუ­ლობს, რომ პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო იაფი ჯდე­ბა არა იმი­ტომ, რომ წა­მა­ლია იაფი, არა­მედ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა ან კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ნა­გა­დახ­დის ძა­ლი­ან მა­ღალ, თით­ქმის 90 პრო­ცენტს და ეს მცი­რე ფასი არის დარ­ჩე­ნი­ლი პრო­ცენ­ტი.

ჩვენ რა ფა­სა­დაც ვყი­დუ­ლობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან მე­ო­რე მხა­რემ ამის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეს. თუმ­ცა, მექ­ნე­ბა მი­მარ­თვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ამ პრე­პა­რა­ტის დის­ტრი­ბუ­ცი­ას აკე­თე­ბენ, გა­ნი­ხი­ლონ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მზა­ო­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ამ კონ­კრე­ტულ პრე­პა­რატ­ზე ფა­სე­ბი და­წი­ონ. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ამის რე­ზერ­ვი და რე­სურ­სი მათ აქვთ”, – გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­ლე­გა­ლურ გა­და­ყიდ­ვებს და “შავ ბა­ზარ­ზე” პრე­პა­რა­ტის გა­ყიდ­ვას, და­ვით სერ­გე­ენ­კოს თქმით, ამის რის­კი ადრე იყო C ჰე­პა­ტი­ტის პირ­ვე­ლი გე­ნე­რა­ცი­ის წა­მალ­ზე და სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა ჰქონ­და სა­მი­ნის­ტროს, მაგ­რამ ახლა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ შემ­თხვე­ვა­ში არ არის.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­სი მა­რა­გე­ბი­დან უფა­სოდ გას­ცემს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე, ხან­დაზ­მუ­ლებ­ზე, ორ­სუ­ლებ­ზე და მე­ლო­გი­ნე­ებ­ზე პრე­პა­რატს, იმის რის­კი, რომ ადა­მი­ან­მა ეს პრე­პა­რა­ტი გა­მო­ი­ტა­ნოს და გა­და­ყი­დოს, მი­ზე­რუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს, რომ ექი­მი გა­მო­უ­წერს პრე­პა­რატს, წავა, გა­მო­ი­ტანს და გა­და­ყი­დის, ამის ალ­ბა­თო­ბა და­ბა­ლი მგო­ნია”, – გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­დაც­ვის უწყე­ბის რე­ზერ­ვი ხვალ 10 ათა­სი კო­ლო­ფი „ტა­მიფ­ლუ­თი“ შე­ივ­სე­ბა.

„ტა­მიფ­ლუ, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით უნდა მოხ­დეს და თვით­ნე­ბუ­რად მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ცალ­სა­ხა რე­კო­მენ­და­ცი­აა, მი­მარ­თონ ექიმს და მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და­ი­წყონ მი­ღე­ბა თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. გრი­პის ავა­დო­ბის და­სა­წყი­სის­თვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და 7 ათა­სი კო­ლო­ფის მა­რა­გი. გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის დროს, რო­და­საც აფ­თი­ა­ქებ­ში 2-3 დღი­ა­ნი დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა, ჩვენ გა­და­ვე­ცით 800 კო­ლო­ფი. ჩვენს მა­რა­გებ­ში გვქონ­და 3 ათას კო­ლოფ­ზე მეტი, რო­მე­ლიც 800 კო­ლო­ფამ­დე გა­ი­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, და­ნარ­ჩე­ნი რჩე­ბა მა­რაგ­ში. მი­ვე­ცით შეკ­ვე­თა და ხვალ 10 ათა­სი კო­ლო­ფით ავ­სებს სა­მი­ნის­ტრო თა­ვის მა­რა­გებს. ეს არის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი, რომ ამ სე­ზონ­ზე გა­მოწ­ვე­ვებს ვუ­პა­სუ­ხოთ. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბიც ავ­სე­ბენ მა­რაგს 3000 კო­ლო­ფით”, – გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

პოპულარული სტატიები

“იცოდეთ, ერთ მშვენიერ დღეს, უსამართლობის აქლემი აუცილებლად დაიჩოქებს თქვენს კართან”

მთავარი რედაქტორი

75 წლის ბებო ტაქსაობით ირჩენს თავს

მთავარი რედაქტორი

“ჩემი ცალფეხა გარდაცვლილი შვილის კლასში შევიდნენ და ბავშვის ფოტოს ჩამოხსნა აიძულეს”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....