NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » დადიანების სასახლეში ევროპის მემკვიდრეობის დღე აღინიშნა
მთავარი გვერდი

დადიანების სასახლეში ევროპის მემკვიდრეობის დღე აღინიშნა

29 სექტემბერს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღე აღინიშნა- იუწყება სასახლის ადმინისტრაცია.

„კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი, გაზიარების ხელოვნება“- განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამა უფროსკლასელთათვის – ,,ნაცნობი ადგილები”.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის პრინცმიურატის სახელობის ფრანგული სკოლის უფროსკლასელებმა. მათ დაათვალიერეს ექსპოზიციის ევროპული ნაწილი, სათანადოდ მომზადებულ სივრცეში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა – ,,ევროპის ხედები“.
ექსკურსიამძღოლი – სოფიო კობახიძე მოსწავლეებს ესაუბრა დადიანების ევროპაში ცხოვრების წლებსა და მუზეუმში დაცულ იმ გერმანულ ნამუშევრებზე, რომლებზეც უცხოელმა დამთვალიერებლებმა საკუთარი ქალაქი ამოიცნეს და საინტერესო ჩანაწერები გააკეთეს. პუბლიკაცია საინტერესოა ექსპონატების კვლევისა თუ ქართულ-გერმანული ურთიერთობების თვალსაზრისით.

პოპულარული სტატიები

“ერთი ის ვიცი, რომ საქართველოს ომი არასდროს არ დაუწყია”

მთავარი რედაქტორი

შსს 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

ევროსაბჭომ რუსეთს სანქციების გაუქმებაზე უარი უთხრა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....