NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გულ­წრფე­ლად მა­ღელ­ვებს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ მოგ­მარ­თოთ”
მთავარი გვერდი პოლიტიკა სიახლეები

“გულ­წრფე­ლად მა­ღელ­ვებს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ მოგ­მარ­თოთ”

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს.

“სამი წელი გა­ვი­და, მას შემ­დეგ, რაც აღარ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა ისე­ვე, რო­გორც თქვენ, მეც მთე­ლი გუ­ლით და გო­ნე­ბით ქვეყ­ნის ბედ­ზე და მის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, გვინ­და თუ არ გვინ­და, ჩვენ ყვე­ლას გვე­ხე­ბა, აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლებს თუ ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს. გულ­წრფე­ლად მა­ღელ­ვებს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ მოგ­მარ­თოთ:

2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბით ქარ­თველ­მა ხალ­ხმა წერ­ტი­ლი და­უს­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ძა­ლა­დე, ან­ტი­ე­როვ­ნულ რე­ჟიმს. მა­შინ მთე­ლი ერი გა­ერ­თი­ან­და სა­ა­კაშ­ვი­ლის უსა­მარ­თლო, მჩაგ­ვრე­ლი და მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად. მაგ­რამ, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში მოხ­და ის, რა­საც ალ­ბათ 2012 წელს ან თუნ­დაც 2016 წელს ვე­რა­ვინ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, თუმ­ცა ამის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რის დრო ახლა არ არის. ყვე­ლა ის ბინ­ძუ­რი რი­ტო­რი­კა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­პა­გან­და რაც მათ­გან მომ­დი­ნა­რე­ობს, ყვე­ლა­ზე უკეთ სწო­რედ მათ მი­ე­სა­და­გე­ბათ: და­წყე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის­თვის უამ­რა­ვი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­და­ცე­მით თუ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვით, ტე­რო­რის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით თუ კრი­მი­ნა­ლებ­თან გა­რი­გე­ბით, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბით და და­ხოც­ვით, ხალ­ხის გა­ღა­რი­ბე­ბით და მჩაგ­ვრე­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მის შექ­მნით, ბიზ­ნე­სის და­ტე­რო­რე­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბის ქო­ნე­ბე­ბის წარ­თმე­ვით, ასი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბით და მათი ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვით, ქვე­ყა­ნა­ში უსა­მარ­თლო­ბი­სა და უთა­ნას­წო­რო­ბის დამ­კვიდ­რე­ბით.

ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი და მის მიერ ჩვე­ნი გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა შუა ომში, გვახ­სოვს ხალ­ხის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი მისი ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი. სხვა­თა­შო­რის, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ცთუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში ხდე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ასე­თი მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბად წო­დე­ბულ კრი­მი­ნა­ლებს, აღარ უნდა ქონ­დეთ უფ­ლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პრე­ტენ­ზია. ამი­ტომ, დღეს ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ, ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი გვერ­დით გა­დავ­დოთ და სა­ბო­ლო­ოდ უარი ვუ­თხრათ მო­ღა­ლა­ტე სა­ა­კაშ­ვილს და მის ან­ტი­ე­როვ­ნულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას”, – აღ­ნიშ­ნავს ექ­ს-პრე­მი­ე­რი.

პოპულარული სტატიები

დასაკარგი ქართველებიც გვყოლია…

მთავარი რედაქტორი

ეროვნული გამოცდებისთვის დამატებითი ავტობუსების 5 მარშრუტი ცნობილია

ვინ შესწირა ზურაბიშვილს მილიონამდე ლარი სამ დღეში?

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....