NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გია ყან­ჩე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რად­გან თა­ვად მო­ი­სურ­ვა აქ ყოფ­ნა”
საზოგადოება

“გია ყან­ჩე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რად­გან თა­ვად მო­ი­სურ­ვა აქ ყოფ­ნა”

ორი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. დიდი მა­ესტროს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გო­ბა­რი, მუ­სი­კო­სი, კლარ­ნე­ტის­ტი იუ­ლი­ან მილ­კი­სი წერ­და:

“გთხოვთ ყვე­ლას, მთე­ლი გუ­ლით ილო­ცეთ გია ყან­ჩე­ლის­თვის. ის ჰოს­პი­ტალ­შია და სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის. თუ ერ­თად ვი­ლო­ცებთ და გა­ვუგ­ზავ­ნით სიყ­ვა­რულს, კარგ ენერ­გი­ას, უბ­რა­ლოდ კე­თილ სურ­ვი­ლებს… ვინ იცის…” – წერ­და მილ­კი­სი.

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი, გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კო­სის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ცნო­ბამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სარ­კვე­ვად, კომ­პო­ზი­ტო­რის კო­ლე­გებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, თუმ­ცა ბევ­რმა სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. ვი­თა­რე­ბა­ში გა­სარ­კვე­ვად გია ყან­ჩე­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის, კომ­პო­ზი­ტორ ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის მე­უღ­ლეს და­ვუ­კავ­შირ­დით. ნუ­გე­შა მეს­ხმა ყან­ჩე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და:

ნუ­გე­შა მეს­ხი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი:

“გია ყან­ჩე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რად­გან თა­ვად მო­ი­სურ­ვა აქ ყოფ­ნა. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა აწუ­ხებს, სუს­ტად არის, მაგ­რამ ისე­თი არა­ფე­რია, რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ავ­რცე­ლე­ბენ და იქ­ნებ შე­წყდეს ეს აჟი­ო­ტა­ჟი! სენ­სა­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ და აი­ტა­ცეს, არი­ქა ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ცუ­დად არი­სო. ად­რეც ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი და ჩვენ დიდი იმე­დით შევ­ყუ­რებთ, რომ ახ­ლაც აუ­ცი­ლებ­ლად დაძ­ლევს… გუ­შინ­წინ გახ­ლდით მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და ნორ­მა­ლუ­რად იყო… დიდი მად­ლო­ბა, რომ დაგ­ვი­კავ­შირ­დით სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად!” – გა­ნა­ცხა­და ყან­ჩე­ლის ოჯა­ხის მე­გო­ბარ­მა.

ambebi.ge

პოპულარული სტატიები

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა

მთავარი რედაქტორი

“უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტეს”

ფილმებით დამყარებული კომუნიკაცია მოზარდებთან

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....