NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გიას ციხეში არ ეძინა, მთელი ღამე მძინარე პატიმრებით სავსე კამერაში წერდა…”
საზოგადოება

“გიას ციხეში არ ეძინა, მთელი ღამე მძინარე პატიმრებით სავსე კამერაში წერდა…”

“გია ფერაძეს სამი ქორწინებიდან სამი შვილი დარჩა. დღეს უკვე ბევრი იცნობს მის მეოთხე შვილს, აგრეთვე გია ფერაძეს, რომელიც მოსკოვში ნიკიტა მიხალკოვის თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრს ხანგრძლივი გასტროლი ჰქონდა ციმბირში, იქაურ ერთ მომხიბლავ პოეტესას გია შეუყვარდა, რომელსაც ამ დიდი სიყვარულის ნიშნად შვილი გაუჩენია. როდესაც გიას ეს უბედურება დაატყდა თავს, იმ ქალმა მხოლოდ მაშინ გამოგვიგზავნა თავისი შვილის ფოტო, რომელიც გიას ბავშვობის ასლი იყო. მერე მე ჩავიყვანე პატარა გია მამასთან კოლონიაში.

ზოგიერთი ადამიანი საკუთარი ცხოვრებით ისტორიას ქმნის. თუმცა არ ვიცი, ამ ისტორიის შემქმნელად თავისთავად უნდა იბადებოდე თუ ისტორია თავად­ ირჩევს თანამონაწილეებს. ცნობილი­ მსახიობის გია ფერაძის დრამა დღესაც ბევრს ახსოვს, მისი ძმის შესახებ კი ფართო­ საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ჩვენ ილია ფერაძესთან ამ სულშემძვრელი დრამით დავიწყეთ…და არანაკლებ სულშემძვრელ ისტორიებში გავაბიჯეთ.

– ჩემს ძმას თვითნაკეთი იარაღით უცაბედი გასროლით ცოლი შემოაკვდა. ამისთვის ძალიან მძიმე სასჯელი მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზით დაავადდა, ყველაზე მკაცრ­ ზონებში გზავნიდნენ. მე ყველგან ვაკითხავდი წამლებისა და იმედის ჩასატანად. გია ყველას უყვარდა. ჩემი ძმა მაშინ, ფაქტობრივად, ლექსების წერამ გადაარჩინა. პირველ წლებში მას პრაქტიკულად არ ეძინა და მთელი ღამე მძინარე პატიმრებით სავსე კამერაში წერდა. მე ჩამქონდა რვეულები და კალმისტრები, იქიდან კი მომქონდა ლექსებით სავსე რვეულები.

– როგორც ამბობენ, ამ ქორწინებამდე მას კიდევ ორი ქორწინება ჰქონია.

 სამი ქორწინებიდან სამი შვილი დარჩა. დღეს უკვე ბევრი იცნობს მის მეოთხე შვილს, აგრეთვე გია ფერაძეს, რომელიც მოსკოვში ნიკიტა მიხალკოვის თეატ­რის მსახიობია. რუსთაველის თეატრს ხანგრძლივი გასტროლი ჰქონდა ციმბირში, იქაურ ერთ მომხიბლავ პოეტესას გია შეუყვარდა, რომელსაც ამ დიდი სიყვარუ­ლის ნიშნად შვილი გაუჩენია. როდესაც გიას ეს უბედურება დაატყდა თავს, იმ ქალმა მხოლოდ მაშინ გამოგვიგზავნა თავისი შვილის ფოტო, რომელიც გიას ბავშვობის ასლი იყო. მერე მე ჩავიყვანე პატარა გია მამასთან კოლონიაში. 2011 წელს გია და დედამისი უკვე თბილისში ჩამოვიყვანე და ბიჭი და-ძმებს შევახვედრე.

 
– გამიგია, რომ ქართული ჰიტის “ყვავილების ქვეყანა” ტექსტი ლევან ფერაძეს­ ეკუთვნის. ის ვინ იყო თქვენი?
– მამა, პედაგოგი და სამშობლოზე გულშემატკივარი კაცი. როდესაც სტალინმა გამოაცხადა, საინგილოში ქართული სკოლა უნდა გაიხსნას იქაური ქართველების თხოვნითო, მამა კახის ქართული სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა, დედა კი ინგლისურს ასწავლიდა. 1946 წელს 6 წლისა წყნეთში გახლდით, გავცივდი, სიცხე მომცა. დედამ მამას უთხრა, თბილისში წადი, იქნებ ფული ისესხო და ბავშვს სტრეპტოციდი და კარაქი მოუტანოო.

გია ფერაძის მეოთხე შვილი პატარა გია ფერაძე

ფოტო: გია ფერაძის მეოთხე შვილი პატარა გია ფერაძე

მამა ვერაზე თავის მეგობარ ჯანო ბაგრატიონს შეხვედრია. ჯანო ქართული ჯაზორკესტრის პირველი კონცერტისთვის ემზადებოდა. ერთმანეთს ამბავი რომ გამოჰკითხეს, ჯანომ უთხრა მამას, გოგი ვასაძემ ქუთაისიდან კარგი მელოდია ჩამოიტანა, თუ ლექსს დაწერ, ავანსს ახლავე მოგცემთ და ილიკოსაც წამალს აუტანო. მოკლედ, მამამ “ყვავილების ქვეყანა” ერთ საათში დაწერა, ავანსი აიღო და კარაქი და სტრეპტოციდიც მიყიდა.

დედაჩემი, თინა ჟორჟოლიანი, სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი გახლდათ, საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. ბაბუა, მეფის რუსეთის პოლკოვნიკი სპირიდონ ქუთათელაძე საინტერესო კაცი იყო – როდესაც 59 წლისა მშობლიურ ხონში­ დაბ­რუნდა, ცოლად 19 წლის ქალი შეირთო და ხუთი შვილი ეყოლა. ოთხი გოგო და მეხუთე ბიჭი. მათ პეტერბურგის გიმნაზიები დაამთავრეს. ამ გოგონებს შორის ერთ-ერთი დედაჩემის დედა გახლდათ. მისი ერთ-ერთი და, მანია, არასოდეს მინახავს, ის იყო პირველი და მგონი, ერთადერთი ქართველი ქალი, რომლის ხელით ნაქსოვ მაქმანებს მოდების ჟურნალ “ვოგში” გვერდი ჰქონდა გამოყოფილი, რაშიც კარგ ჰონორარსაც იღებდა და ემიგრანტებს მფარველობდა.

 

ბოლოს უშვილო და მარტოხელა მანია ბებია თითქმის დაბრმავდა და რუსი ემიგრანტი ქალი უვლიდა. იმდენად უნდოდა სამშობლოში დაბრუნება, რომ ქართულ ეკლესიებს მეხსიერებით ხატავდა.
 
– ძალიან საინტერესო და სევდიან ისტორიას მომიყევით. ალბათ თქვენც ძლიერი და მებრძოლი კაცი ხართ.
– ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სევდა ფაშისტების კამერაში ებრაელი ოჯახის გადასარჩენად შესული ჩემი წინაპარი გრიგოლ ფერაძეა; მისი სულის წინაშე ვალი იმით მოვიხადე, რომ “გრიგოლ ფერაძის საზოგადოება” დავაარსე. გაისად უკვე მისი სახელისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას გავმართავ.

 

საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ვარ აფროსნობაში. სხვათა შორის, ეს ყველაფერი 1951 წელს დაიწყო, როდესაც იორიდან შემოყვანილი წყალი პრაქტიკულად უდაბნოში გაუშვეს და თბილისის ზღვა შექმნეს. მერე გაჩნდა იალქნიანი ნავებიც და აფროსნობაც ასე დაიწყო. შეუძლებელია ერთხელ იგემო იალქნებით ქარსა და ტალღებთან შეჭიდების გემო და იალქნებმა არ დაგიმონოს.
“კვირის პალიტრა”

პოპულარული სტატიები

ესტონეთში შექმნილი მეგრულ-ქართული ონლაინ ლექსიკონის ისტორია

მთავარი რედაქტორი

“ძალიან ვწუხვარ რომ აქამდე არ მცნობიხართ!  მშვიდობით აქაც და რეალშიც”

მთავარი რედაქტორი

საზოგადოების განვითარების დონე პირდაპირ აისახება ცხოველთა მიმართ დამოკიდებულებაზე

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....