NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გზების გადაჯეჯგვით ივანიშვილი ამცირებს ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ არავინ”
პოლიტიკა

“გზების გადაჯეჯგვით ივანიშვილი ამცირებს ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ არავინ”

გზების გადაჯეჯგვით და ათასგვარი სხვა მანიპულაციით ივანიშვილი ამცირებს ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ არავინ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რომში, ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის მსგავსი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის დამცირებისკენ არის მიმართული.

თქვენ ნახეთ ეს მოცურავე ხეები, გუშინ კიდევ გადათხარეს ერთი ნაწილი საქართველოსი. არ არის ივანიშვილი ისეთ სულელი, არ იცოდეს, რომ ამით ძალიან ამცირებს ჩვეულებრივ ადამიანებს. არ შეიძლება მან არ იცოდეს, რომ ხეების ამოთხრით, თავის ეზოში გადარგვით, გზების გადაჯეჯგვით და ათასგვარი სხვა მანიპულაციებით ის ამცირებს ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ არავინ. მაგრამ ის ამას აკეთებს, იმიტომ, რომ ის ამას აკეთებს შეგნებულად. გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ არავინ. თქვენ ხართ მხოლოდ ერთადერთი რამე. თქვენ შეიძლება იყოთ ჩვენი მონები. ეს არის ცალკე ფსიქოლოგია და ცალკე მართვის ტექნოლოგია, რომ ხალხი არის იმისათვის, რომ იყვნენ მონები“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 

პოპულარული სტატიები

“ბოკერია პანიკაშია! ჯერ სადა ხარ, გიგა!”

მთავარი რედაქტორი

გრიგოლ ვაშაძე მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან ერთად მსვლელობას მართავს

მთავარი რედაქტორი

“ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით” _ უგულავა სააკაშვილს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....