NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გენეტიკური ტესტი გავიკეთე, 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი”
სოც.ქსელი

“გენეტიკური ტესტი გავიკეთე, 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი”

“წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული – ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.
არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.
აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით. ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას” – მიხეილ სააკაშვილი.

პოპულარული სტატიები

“პოლიციამ და სახელმწიფომ გუშინ ყველაფერი გააკეთეს, რათა ხურვალეთი რუს ოკუპანტს არ დაეკავებინა”

“სოროსელებო ქართველთ მტრებო! მაპატიეთ თუ, ჩემი უნებლიე “ლაივ” ჩართვით ვერაფერი გაწყენინეთ!”

მთავარი რედაქტორი

“ბიბლიური თავისუფლების” წევრი გიორგი ფრუიძე ირაკლი სესიაშვილს “დუელში” იწვევს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....