NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გახარია, ძალიან მკაცრად აგებ პასუხს, იმიტომ რომ ხარ კლასიკური მაფიოზი”
პოლიტიკა

“გახარია, ძალიან მკაცრად აგებ პასუხს, იმიტომ რომ ხარ კლასიკური მაფიოზი”

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, დავით კირკიტაძის სახლთან, სადაც ცოტა ხნის წინ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ გუშინ, ველისციხეში განვითარებული მოვლენებისას ერთადერთი კანონდამრღვევი თავად პოლიცია იყო.

ნიკა მელიას თქმით, შს მინისტრის დავალებით ოპოზიციის წინააღმდეგ ბარიერები აღიმართა და ოპოზიციის მხარდამჭერები დაშავებულები არიან.

“მართლა აგებ, გახარია, პასუხს. ძალიან მკაცრად აგებ, იმიტომ რომ ხარ კლასიკური მაფიოზი. ორივე ყბა გაუტეხეს ადამიანს ზონდერების თავდასხმის შედეგად, იდენტიფიცირებულები არიან ზონდერები და ზონდერებთან კი არ მიდიან მიდიან ადამიანებთან სახლებში, რომლებიც გუშინ თავს იცავდა. თუკი ვინმე იყო გუშინ მოძალადე მოძალადე იყო გახარიას ბრძანებით კუპატაძე და საბანაძე.  მაგრამ ესენი არიან ერთი საერთო დანაშაულებრივი რაღაც დაჯგუფება, რომლებიც აგებთ პასუხს, არავის შერჩენია არც გაყალბებული არჩევნები, არც ძალადობა არც დაჭერები და არც მკვლელობა,“ – ამბობს მელია.

ოპოზიციის წევრებისთვის ასევე გაუგებარია ან რატომ მივიდა დილით პოლიცია კირკიტაძის სახლთან ან მოგვიანებით რატომ დატოვეს ტერიტორია.

ლევან ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველებს ჩხრეკისა და დაკავების ოქმები თან არ ჰქონდათ.

პოპულარული სტატიები

წულუკიანმა გახმაურებულ ჩანაწერზე კომენტარი გააკეთა

მთავარი რედაქტორი

“კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს”

მთავარი რედაქტორი

“მზად ვარ, ქვეყანას გამოვადგე, თბილისში ვცხოვრობ და ყველამ იცის ჩემი მისამართი”

გადასვლა....