NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას!
პოლიტიკა

გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას!

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.

არმენ სარქისიანის განცხადებით, სომხები და ქართველები მრავალი წელია, თავისუფლებისთვის ერთად იბრძვიან.

„ორი ერი – ქართველები და სომხები, ინაწილებს და იზიარებს ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი არა მხოლოდ 100 წლის განმავლობაში არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ათასობითწლოვანი ისტორია გაგვაჩნია. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც გვაქვს საერთო, ვცხოვრობთ, როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს ფაქტია. საოცარი ფაქტია, რომ ეს ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად თავიანთი დამოუკიდებლობისთვის და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის განმავლობაში და არასდროს არ გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა ჩვენ შორის, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულება გახლავთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

სომხეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს ქართულადაც მიმართა მოსახლეობას.

 

“გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს სომხურ- ქართულ მეგობრობას!” – განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: rustavi 2

პოპულარული სტატიები

“ალკაპონეების კრიმინალური ბანდა… ივანიშვილი პირველ რიგში და მათი ჯგუფი “

მთავარი რედაქტორი

ზაზა სარალიძე: ხელისუფლებისგან დაცვა არ მჭირდება

მთავარი რედაქტორი

პროკურატურის გამოძიება TBC ბანკის წინააღმდეგ

გადასვლა....