NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გადაადგილებაც გამარტივდება და სოფელიც უკეთესობისკენ წავა” – მუჟავაში გზის რეაბილიტაცია დაიწყო
სამეგრელო ზემო-სვანეთი

“გადაადგილებაც გამარტივდება და სოფელიც უკეთესობისკენ წავა” – მუჟავაში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ასფალტობეტონის საფარის დაგებასთან ერთად, სავალ ნაწილსა და ეზოების მისასვლელებთან წყალსატარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობასაც ითვალისწინებს.

აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. გზის რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 5 მილიონამდე ლარია, გზის სიგრძე კი, დაახლოებით, 12 კმ.

მუჟავას მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას მიესალმება. „დიდსა და პატარას გვიხარია, განსაკუთრებით ბავშვები იღლებოდნენ და კიდევ არ გვჯერა, რომ მალე გზა გვექნება“ – აცხადებს დაწყებითი კლასის პედაგოგი მანანა ჩხაპელია “ნიუსმედიასთან” საუბარში. „მივესალმები გზის რეაბილიტაციას. გადაადგილებაც გამარტივდება და სოფელიც უკეთესობისკენ წავა“ – გვითხრა მარეხი შამუგიამ.

„ნიუსმედია“ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისგან შეეცადა, თუმცა მათ ჩვენს შეტყობინებაზე არ უპასუხეს.

პოპულარული სტატიები

“არ მინდა ოდესმე სქურზე წარსულ დროში ვილაპარაკო”

მთავარი რედაქტორი

მეწარმეები სამეგრელოდან ექსპორტზე ჩაის გატანას გეგმავენ

მთავარი რედაქტორი

კინოთეატრი ზუგდიდს უბრუნდება _ ვინ დააფინანსებს ახალგაზრდების პროექტს?

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....