NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს… ივანიშვილის გარემოცვაში ხშირად არ არის ის ხალხი, ვინც ამას იმსახურებს”
საზოგადოება

“ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს… ივანიშვილის გარემოცვაში ხშირად არ არის ის ხალხი, ვინც ამას იმსახურებს”

მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, რეპერ ბერა ივანიშვილის ნათლიაა. მას მილიარდერი ბიზნესმენის ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ასე აღარაა, ის ბერას ქორწილშიც კი არ დაპატიჟეს.

თამრიკო ჭოხონელიძე:

-ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს, მაგრამ რატომ უნდა ატყდეს ამასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, ვერ ვხვდები. ბერას დაქორწინების შესახებ თქვენგან, ჟურნალისტებისგან გავიგე და თქვენივე საშუალებით ვულოცავ! სამწუხაროდ, ბერასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მას მხოლოდ აქციებზე ვხედავდი, მესმის ხოლმე სიახლეები მის ნიჭთან და შემოქმედებასთან დაკავშირებით და ყოველთვის ძალიან მიხარია.
არც ერთ ჩემს ნათლულს არ ვაკლებ სითბოს და ყურადღებას ნამდვილად… ბერასთვის ერთადერთი, რაც შემიძლია, ლოცვებში მოვიხსენიო და ასე გამოვხატო ჩემი სიყვარული და ზრუნვა მის მიმართ. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ოჯახს ახლობელი ადამიანები ჩამოაშორეს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა წლების განმავლობაში და ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით…

სამაგიეროდ ის ხალხი იქნება, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მათი დიდი კეთილისმსურველები არიან. ალბათ დადგება დრო, როცა ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა თუნდაც ბერას მხრიდან… მე ნამდვილად ვერ ვიაქტიურებ და მივეძალები, ერთადერთი რაც შემიძლია, მთელი გულით მას ყოველივე საუკეთესო ვუსურვო!

– როდის და რატომ დაიწყო თქვენი ასეთი დისტანციური ურთიერთობა?
– დიდი ხანია, ჯერ კიდევ 2012 წლამდე ბევრად ადრე… მიუხედავად ყველაფრისა,  მათი გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მაშინ ასე იყო საჭირო. ახალი სისხლი და ძალა უნდა მოსულიყო!

როდესაც ჩემი ვარსკვლავის გახსნა იყო, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მთელი ოჯახი დასწრებოდა. ისიც ვიცი, რომ ბილეთები ჰქონდათ, თუმცა გავიგე, ბატონი ბიძინა ავად გახდაო… არადა პარალელურად საპატრიარქოდან გამომიგზავნეს ფოტო, სადაც იგი უწმინდესთან შეხვედრაზე ბრძანდებოდა. პატრიარქიც უნდა მობრძანებულიყო, მაგრამ ვიღაცები წყვეტენ ჩვენს ურთიერთობებს და ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ის ხალხი… როგორც მოგახსენეთ, მე მითხრეს, ბატონი ბიძინა მაღალი სიცხით წევსო და ამ დროს იგი საპატრიარქოში იყო შეხვედრაზე.

ჩვენ დიდი ახლობლობა გვაკავშირებდა და როგორც მე, ასევე მთელი ჩვენი ოჯახი, უაღესად მადლიერი ვართ ბიძინა ივანიშვილის. ჩვენს ოცი წლის წინანდელ ურთიერთობას ვგულისხმობ: მისგან მხოლოდ სიკეთე მახსოვს. არათუ ჩვენს ოჯახს სცემდა პატივს, არამედ უამრავ ოჯახს და იმ ხალხს, რომლებსაც საერთოდ არ იცნობდა…

სამწუხაროდ, ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ მის გარემოცვაში ყოველთვის არ იყო ის ხალხი, ვინც ნამდვილად იმსახურებდა. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გარემოცვის ბრალია, ჩვენი ურთიერთობა ასე რომ გაცივდა. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, ძალიან გაოცებული ვარ და რასაკვირველია, უაღრესად გულნატკენი. მიზეზთა გამო ასეთი კარგი ბიჭი, როგორიც ბერაა, ჩემთან ახლო ურთიერთობაში ვერ აღმოჩნდა.

კვირის პალიტრა

პოპულარული სტატიები

“არ მინდა ნაძვის ხე” – ინტერნეტში ამ სახელწოდების პეტიცია შეიქმნა

მთავარი რედაქტორი

თბილისში გზებზე გარკვეული შეზღუდვები წესდება _ შს სამინისტროს განცხადება

მთავარი რედაქტორი

„მე ვარ ის ბებია, რომელსაც სოსო გოგაშვილის დავალებით გვერდები ჩაულურჯეს”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....