NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ!”
საზოგადოება

“ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ!”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლების წერილით მიმართავს.

“ერთი ასეთი ისტორია: 2013 წლის აგვისტოში გავიცანი პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით ეკონომიკაზე, ვცდილობით საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე გაგვემახვილებინა ყურადღება.თუმცა, ძალიან მალე მივხვდი რომ სერიოზული ოპონენტი გავიჩინე ეკონომიკის საკითხებზე 

2014 წლის 30 მაისს კი მხვდა პატივი წილად გავმხდარიყავი პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. მახსოვს პირველი დღე ადმინისტრაციაში, უამრავი კეთელი და პროფესიონალი ადამიანი რომელთა გაცნობას ვიწყებდი. მოგვიანებით პრეზიდენტმა დამნიშნა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, შემდგომ პრეზიდენტის სამდივნოს უფროსად, სამი წლის წინ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. საოცრად ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ესე მენდობოდა. მენდობოდა ყველა საკითხში: დაწყებული საწერი ავტოკალმის შესყიდვიდან გაგრძელებული ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადების აუცილებლობით. საოცარი კომფორტია ესე მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა – ჩემს უახლოეს მეგობარს ბატონ გიორგი მარგველაშვილს! კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა ბატონ პრეზიდენტზე მაგრამ ამაზე მოგვიანებით 

თუმცა, ამავდროულად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ კომფორტის უდიდესი ნაწილი იყვნენ ჩემი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. არასოდეს მოვერიდები ხაზგასმას – ისინი უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან!

ვერც კი გავიგე ვის უნდა მივმართო იმდენი ადამიანი ლაპარაკობს (სრულიად არაკვალიფიციურად) პრეზიდენიტის ადმინისტრაციის მართვის შესახებ მაგრამ, ორშაბათს 17 დეკემბერს აქ ამ მაგიდასთან ხომ დაჯდება ვინმე (ათონელზე გადასვლა ვერ გამოვიდა დასასრულებელია შენობა არადა თითქოს ხუთი წლის წინ იყო მზად), ჰოდა პატივცემულო გაითვალისწინე, როდესაც ამ თანამშრომლების ფასს გაიგებთ გვიან არ იყოს, ესენი ძალიან, ძალიან მაგრები არიან.

როგორ მინდა სათითაოდ ჩამოვთვალო ყველა მაგრამ ისედაც გრანდიოზული პოსტი გამოვიდა ან მოთხრობა უფრო. თუმცა,
ჩემო თანამშრომლებო, მეგობრებო უღრმესი მადლობა თქვენ სამშობლოს სამსახურისათვის! თქვენ ბრწყინვალედ ემსახურეთ თქვენს ქვეყანას პრეზიდენტის ადამინისტრაციიდან! თქვენ იყავით ჩემი საყრდენი და სიმშვიდე ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვის დროს და რამდენი იყო ასეთი… რა რანგის… ვამაყობ! ბედნიერი ვარ! გამიმართლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ რომ გაგიცანით, თქვენთან რომ მომიწია მუშაობამ, რამდენი რამ ვისწავლე…

მქონდა თუ არა შეცდომები თანამშრომლებთან მიმართებაში – ცალსახად მქონდა ამ ოთხი წლის ექვსი თვის და 15 დღის მანძილზე. ამიტომ, მინდა ყველას გითხრათ კიდევ ერთხელ მაპატიეთ რაც შემეშალა და უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის! გემშვიდობებით!

ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! ამიტომ დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ – “ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან”. – წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები

“მე ყველაფერს მპატიობენ, ჩემ მიმართ გამონაკლისს უშვებენ”

მთავარი რედაქტორი

“რატომ გგონიათ, რომ მე და ანანიაშვილს ერთმანეთის გვშურს?!” _ ირმა ნიორაძე არჩევნებს ეხმიანება

მთავარი რედაქტორი

“ვისაც უმგზავრია თბილისის აეროპორტიდან, ამას მიხვდება” – “Georgian Airways-ს” შესაძლოა, ფრენები შეუჩერონ

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....