NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ბაზრებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტმა რამდენიმე თეთრით მოიმატა
ეკონომიკა საზოგადოება

ბაზრებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტმა რამდენიმე თეთრით მოიმატა

საკვებ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. ბაზრებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტმა რამდენიმე თეთრით მოიმატა. განსაკუთრებით ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტი. მოსახლეობა ჩივის, რომ ფასები ყოველდღიურად მატულობს.

სასურსათო პროდუქტის გარდა, გაძვირდა ბოსტნეულიც. აგრარულ ბაზარში მყიდველსაც და გამყიდველსაც ერთი პრობლემა აქვს. გაძვირებულ პროდუქტს ხალხი ვეღარ ყიდულობს. ყველაზე მეტად ინფლაციამ დაბალი სოციალური ფენა აზარალა. მოსახლეობას განსაკუთრებით ხორცის და რძის პროდუქტების შეძენა უჭირს.

საკვებზე ფასის ზრდის პარალელურად 0,16 პროცენტით შემცირდა ტანსაცმლის ღირებულება. საქსტატის კვლევის მიხედვით, ფასზე გავლენა იმ ფაქტმა იქონია, რომ ხალხს ტანსაცმლის შესაძენი ფული აღარ რჩება.

მოსახლეობის ბიუჯეტზე ფასების ზრდამ რომ უარყოფითი გავლენა მოახდინა, ადასტურებენ სტატისტიკის დეპარტამენტშიც. სადაც აცხადებენ, რომ გასულ თვესთან შედარებით საკვების ფასის 0,03 პროცენტით მატება საგანგაშო რეალობა არ არის.

პოპულარული სტატიები

შსს „თბილისობის“ დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავარი რედაქტორი

პატრიარქის მანდილი ძიუდოისტებს – დიდი შერიგება

მთავარი რედაქტორი

“არ დავთმოთ ქვეყანა! არ დავთმოთ დამოუკიდებლობა! არ მოვაბრუნოთ 90-იანების “კორუფციული ბანდა”!”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....