NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ახლადაშენებულ კორპუსში შესახლებული დევნილები შველას ითხოვენ
საზოგადოება

ახლადაშენებულ კორპუსში შესახლებული დევნილები შველას ითხოვენ

ქუთაისში, ახლად აშენებულ კორპუსებში შესახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ – ისინი არასათანადო საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ.

დევნილების განცხადებით, შენობაში ლიფტი სიცოცხლისთვის საშიშია და ადგილობრივები ვერ სარგებლობენ. მათი თქმით, 14 სართულიან კორპუსი ფეხით უწევთ გადაადგილება. ამასთან, აცხადებენ, რომ სარდაფში წყალი ჩადის და დაზიანებულია კედლები.

“ახლად აშენებულ კორპუსში არასათანადო პირობებში ვართ, სხვა პრობლემებთან ერთად გვაქვს ლიფტის პრობლემა. ავარიულია და გვეშინია შესვლა. სენსორები არეულია და დარბის ზევით-ქვევით. მხოლოდ ეს არაა პრობლემა, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მშენებელი კომპანიის “დიზაინ-კომპლექსის” თავმჯდომარეს ზურაბ გუბელაძეს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ, არ აინტერესებთ ჩვენი პრობლემა, არც დევნილთა სამინისტრო ინტერესდება და ვართ ასეთ გაურკვევლობაში,”-განაცხადა ბინათამხანაგობის თავმჯდომარემ ვეფხია მიქაუტაძემ.

ადგილობრივების განცხადებით, შენობის სარდაფში, სადაც ელექტროსადენები გადის წყალი დგას და ყოველდღიურად საფრთხის წინაშე არიან. ადგილობრივებთან დღეს პარტია “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი იმყოფებოდა.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, სამინისტრომ დევნილები უხარისხოდ აშენებულ შენობაში შეასახლა. წულაია დევნილთა ყოფილი მინისტრის, სოზარ სუბარის ბრალეულობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას მას აკისრებს.

კორპუსი 2017 წელს აშენდა იქ 110 ოჯახი ცხოვრობს.

პოპულარული სტატიები

ბითაძის თქმით, დიდი დიღმისკენ მიწისზედა მეტროს გაყვანა აუცილებელია

ნატო-ს გენერალური მდივანი გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე პირველ კომენტარს აკეთებს

“ევროპული ღირებულება კი არა, ხონის ტალახი მეიცილეთ კალოშიდან”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....